9 იანვარი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T24891 - ტენდერი გასტროსკოპის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს ევექსი („შემსყიდველი“) აცხადებს ტენდერს ერთ ლოტზე გასტროსკოპის შესყიდვაზე.
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.
ტენდერში გამარჯვებულ პირ/ებ/თან გაფორმდება ხელშეკრულება. ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს, როგორც სს ევექსთან ისე მის შვილობილ/აფილირებულ კომპანიებთან, რომლებსაც თავად შემსყიდველი მიუთითებს.
1. შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2025 წლის 09 იანვარს 18:00 საათამდე.
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას წარმოდგენილი პირობების შესაბამისად.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება: 25 დეკემბერი 2024
- სატენდერო წინადადებების მიღების დასრულება: 09 იანვარი 2025
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა: 20 იანვარი 2025
- ხელშეკრულების გაფორმება: 22 იანვარი 2025
I. შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
II. ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.
III. ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის, ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებას შემსყიდველისათვის.
IV. შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.
V. ტენდერის დასრულების თარიღის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი არაა ვალდებული მიღებულ სატენდერო წინადადებაზე აწარმოოს მოლაპარაკება ან განათავსოს შეკვეთა ასეთი წინადადების წარმდგენ პრეტენდენტთან.
VI. იმ შემთხვევაში, თუ წარმატებული პრეტენდენტი ვერ შეძლებს სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი პირობების დაცვას, შემსყიდველი უფლებამოსილია გაუქმოს შეკვეთა/კონტრაქტი შერჩეულ კომპანიასთან საჯარიმო სანქციების გარეშე შემსყიდველის მიმართ, და გადასცეს დაკვეთა სხვა პრეტენდენტს ან გაუქმოს ტენდერი.
VII. სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ ის გაეცნო ტენდერის ყველა მოთხოვნას და ვალდებულია დაიცვას ყველა ეს პირობა, შემსყიდველის მხრიდან სატენდერო წინადადების მიღების შემთხვევაში. სატენდერო წინადადების მომზადებასთან და წარდგენასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება პრეტენდენტს, მიუხედავად იმისა, რომ მიღებული იქნება ეს წინადადება თუ არა დამკვეთის მხრიდან.
2. ტენდერით შესასყიდი მომსახურების/საქონლის აღწერილობა / სპეციფიკაციები:
ლოტი № 1- გასტროსკოპი - 2 ერთეული
ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს წინადადება, როგორც ახალი აპარატის ასევე , მეორადი აპარატის შესყიდვაზე. შემსყიდველი უფლებამოსილია საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე შეარჩიოს მისთვის სასურველი ვარიანტი და განსაზღვროს საბოლოო შესასყიდი აპარატურის რაოდენობა საჭიროების მიხედვით.
შემოთავაზებული ტექნიკური პარამეტრები და დამატებითი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს უშუალოდ მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ მახასიათებლებს, რისი შესაბამისი დოკუმენტი უნდა იქნეს წარმოდგენილი.
საქონლის მოწოდების პარალელურად მომწოდებელმა უნდა უზურნველყოს აპარატურის მონტაჟი, კალიბრაცია საგარანტიო პერიოდში, გაშვება და პერსონალის ტრეინინგი. მონტაჟისა და აპარატურის გამართული მუშაობისთვის ყველა საჭირო მასალების ჩამონათვალი, განსათავსებელ სივრცესთან დაკავშირებული რეკომენდაცია წინასწარ უნდა იქნას შეთანხმებული შემსყიდველთან (სადენები, ავტომატური ამომრთველი და სხვა).
დანართი № 1- ში მოცემული მოთხოვნებისა და საგარანტიო პირობების მიხედვით წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო წინადადება/წინადადებები.
3. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ:
ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით.
სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის პირობებში.
სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- შესყიდვის ფასი, ვალუტა-ლარი კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის გათვალისწინებით
- მიწოდების / მომსახურების ვადები
- გადახდის პირობა
- პროდუქციის ხარისხი
- საგარანტიო პირობა
- კომპანიის გამოცდილება/ სანდოობა
4. სატენდერო წინადადება:
(ა) სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:
- პრეტენდენტი იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
- ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
- მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერილი მსგავსი ტიპის პროექტზე;
- „ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ“, შევსებული დანართ #2-ში მითითებული სახით;
- „კონფიდენციალურობაზე შეთანხმების პრეტენდენტის მხრიდან ხელმოწერილი ვერსია (შეთანხმება თან ერთვის დანართი #3-ს სახით);
- პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი დანართი #4-ის სახით
ყველა მოცემული დანართის შევსება პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა. პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დანართი/დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 2 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.
(ბ) დამატებითი მოთხოვნები (ასეთის არსებობისას):
იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის პროცესში ადგილი ექნება საავანსო გადახდის მოთხოვნას, გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებისათვის სავალდებულო პირობაა, ავანსის უზრუნველსაყოფი საბანკო გარანტიის წარმოდგენა შემსყიდველისათვის, გაცემული ამ უკანასკნელისათვის მისაღები ფინანსური ინსტიტუტის მიერ. ავანისის მაქსიმალური ოდენობა არის მთლიანი თანხის 20%
5. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია
შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:
- პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
- პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
- მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
- სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
- არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
- არ შეესაბამება სინამდვილეს;
- ყალბია.
- არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში
6. კონფიდენციალურობა:
პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 9 იანვარი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: anikolaishvili@evex.ge
ტენდერის კატეგორია:
- 33100000 სამედიცინო მოწყობილობები