ჩაბარების ვადა:

20 იანვარი 2025, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

T24901 - ტენდერი ჰიდროგეოლოგიური საექსპლუატაციო ჭაბურღილი № 25 ე (დუბლიორი) - ის ბურღვაზე, გამაგრებაზე და შესწავლაზე; შლამსაცავის მოწყობაზე და რეკულტივაციაზე; ასევე ჭაბურღილი № 9-ის სალიკვიდაციო ტამპონაჟის ჩატარებაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია აიდიეს ბორჯომი საქართველო აცხადებს ტენდერს:

  • ჰიდროგეოლოგიური საექსპლუატაციო ჭაბურღილი № 25 ე (დუბლიორი)-ის საპროექტო სიღრმე 1200 (ერთი ათას ორასი) მეტრი - ბურღვა, გამაგრება და შესწავლა.
  • #25 - ე ჭაბურღილის მიმდებარედ შლამსაცავის მოწყობა და რეკულტივაცია.
  • ჭაბურღილი № 9-ის სალიკვიდაციო ტამპონაჟის ჩატარება.

წარმოდგენილ წინადადებებში გათვალისწინებული უნდა იყოს თანდართული ტექნიკური დავალებებით გათვალისწინებული სამუშაოები;

ტენდერში მონაწილე კომპანიებს უნდა გააჩნდეთ მინერალური წყლის საბადოებზე ღრმა (1000 მეტრზე მეტი სიღრმის) ჭაბურღილების ბურღვის, გამაგრებისა და შესწავლის გამოცდილება.

კონკურსანტმა წინადადებაში უნდა მიუთითოს:

  • რეკვიზიტები;
  • შესასრულებელი სამუშაოს ფასი;
  • ინფორმაცია კონკურსანტის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ;
  • დავალების შესრულების ვადა;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების პირობების შესახებ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ წარმოადგინოთ სატენდერო წინადადებები 2025 წლის 20 იანვრის 17:00 საათამდე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზეggogiberidze@borjomi.com და lgvazava@borjomi.com  

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები