13 იანვარი 2025, 13:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T24903 - ტენდერი ჭანჭიკებიანი ქუროების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ატარებს ელექტრონულ ტენდერს ჭანჭიკებიანი ქუროების შესასყიდად.ელექტრონული ტენდერის მიზანია შეირჩეს ერთი ან რამოდენიმე მომწოდებელი, რომლებიც უზრუნველყოფენ საქონლის მოწოდებას კომპანიის მოთხოვნების გათვალისწინებით.
ელექტრონული ტენდერი ტარდება 1 (ერთი) ლოტად:
ლოტი N1: ჭანჭიკებიანი ქუროების შესყიდვა;
ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N1-ში მითითებული პოზიციების მიხედვით.
განფასების წარმოდგენის ფორმა: ქართულ ენაზე, ელექტრონული ფორმით (თითო ეგზემპლარი)
1. ხელშეკრულების ტიპი:
ხელშეკრულება იქნება სრულ, ფიქსირებულ თანხაზე.
შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან.
განმარტებებზე პასუხი ყველა მონაწილეს გაეგზავნება ელექტრონული ფოსტის საშუალებით, შესაბამისად ყველამონაწილეს უნდა გააჩნდეს მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელიც შემოწმდება რეგულარულად.
პრეტენდენტ კომპანიას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს როგორც სრულ პოზიციებზე, ასევე ნაწილობრივ არსებული საქონლის შესაბამისად.
2. ტექნიკური დოკუმენტაცია:
- განფასების/შემოთავაზების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
· გაკოტრების პროცესში;
· ლიკვიდაციის პროცესში;
· საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში. - ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამკონკურსით გათვალისწინებულ შესასყიდ საქონელთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულგადასახადებს (მათ შორის დღგ).
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი განფასება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული მასალების მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებისგაფორმების შემდგომ 1 თვეს.
- პრეტენდენტს (მიმწოდებელი) უნდა გააჩნდეს ბოლო 5 წელიწადში მსგავსი საქონლის მიწოდების არანაკლებ 5 შემთხვევა.
- ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ფაქტიურად სრულად ან ეტაპობრივად მიწოდებულისაქონლის შესაბამისად მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა N2-ის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულიშესაბამისი საგადახდო დოკუმენტაციის წარდგენიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.
- ნებისმიერი შეკითხვა უნდა იყოს წერილობითი/ელექტრონული. შეკითხვის ავტორმა კომპანიის დასახელებასთან, თავის სახელთან და თანამდებობასთან ერთად აუცილებლად უნდა მიუთითოს კონკურსის ნომერი.
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს კონკურსის დასრულების ვადა, შეცვალოსკონკურსის პირობები, რასაც დროულად აცნობებს კონკურსის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს კონკურსი მისი მიმდინარეობისნებმისმიერ ეტაპზე.
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე დაგადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ არის ვალდებულიმონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერგადაწყვეტილებაზე.
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღბული ნებისმიერი სახისინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუდადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
3. ანგარიშწორებისა და თანამშრომლობის პირობები:
ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ფაქტიურად სრულად ან ეტაპობრივად მიწოდებულისაქონლის შესაბამისად მიღება-ჩაბარების აქტის ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულიშესაბამისი საგადახდო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. ანგარიშსწორების სასურველი ვადა განისაზღვრება30 (ოცდაათი) კალენდარული დღით.
4. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კონკურსის დასახელება (კომპანიის მოკლე წარდგენა, ნომერი);
- განფასება (უნდა შეივსოს წარმოდგენილი ორივე „დანართი 1“),, რომელიც უნდა მოიცავდეს შესყიდვისობიექტის ღირებულებას, მოწოდების ვადას, ბრენდს, მწარმოებელ ქვეყანას, სერტიფიკატებს და გადახდისპირობას;
- კომპანიის სრული რეკვიზიტები;
- განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ანალოგიური საქონლის მიწოდების გამოცდილება;
5. შესყიდვების ობიექტის ნიმუში (ნიმუშის წარმოდგენა მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში):
ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი ვალდებულია წინადადებასთან ერთად წარმოადგინოს დანართ N1-ში მითითებული მასალების ნიმუშები მისამართზე ქ. თბილისი, წყალსადენის ქ. #7. ნიმუში პრეტენდენტს ტენდერის დასრულების შემდგომ დაუბრუნდება.
6. ხელშეკრულების გაფორმება:
გამარჯვებულ კომპანიებთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციითგანსაზღვრული პირობების შესაბამისად.
ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხაზგასმით აღნიშნავს საორიენტაციო ჯამური მოცულობა არის სავარაუდო და მისი მითითება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განიმარტოს როგორც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვალდებულება შეისყიდოს საქონელი/მომსახურება საორიენტაციო ჯამური მოცულობით. საორიენტაციო ჯამური მოცულობა არ წარმოადგენს ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში შესასყიდი საქონლის/მომსახურების ზუსტ მოცულობას, ფაქტობრივად შესყიდული საქონლის/მომსახურების მოცულობა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს (იყოს მეტი ან ნაკლები) საორიენტაციო ჯამური მოცულობისგან, ასეთ შემთხვევაში: (ა) ტენდერში მონაწილე გარანტიას იძლევა, რომ იგი ამ საფუძვლით არ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას და აცხადებს უარს ამ საფუძვლით რაიმე სახის ზიანის/ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაზე, (ბ) ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს ტენდერში მონაწილე პირის მიერ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის ან სახელშეკრულებო პირობების ცვლილების მოთხოვნის საფუძველი. ტენდერში მონაწილეობით ტენდერში მონაწილე ეთანხმება ამ პირობებს და მათ მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 13 იანვარი, 13:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ტენდერში მონაწილეობა უფასოა
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთთანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: ნიკა ცუცქირიძე
მის.: ქ.თბილისი მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: ntsutskiridze@gwp.ge
ტელ.: +995 574106263
საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: ქ.თბილისი მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1303);
ტენდერის კატეგორია:
- 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები
- 19500000 რეზინისა და პლასტმასის მასალები
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები