14 იანვარი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T24910 - ტენდერი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს ევექსი („შემსყიდველი“) აცხადებს ტენდერს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე. წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.
ტენდერში გამარჯვებულ პირ/ებ/თან გაფორმდება ხელშეკრულება. ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს, როგორც სს ევექსთან ისე მის შვილობილ/აფილირებულ კომპანიებთან, რომლებსაც თავად შემსყიდველი მიუთითებს.
2. შერჩევის პროცესის მიმდინარეობა"
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2025 წლის 14 იანვარს 18:00 საათამდე.
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას წარმოდგენილი პირობების შესაბამისად.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
- ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება - 27 დეკემბერი 2024
- სატენდერო წინადადებების მიღების დასრულება - 14 იანვარი 205
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა - 22 იანვარი 2025
- ხელშეკრულების გაფორმება - 30 იანვარი 2025
- შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
- ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.
- ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის, ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებას შემსყიდველისათვის.
- შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.
- ტენდერის დასრულების თარიღის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი არაა ვალდებული მიღებულ სატენდერო წინადადებაზე აწარმოოს მოლაპარაკება ან განათავსოს შეკვეთა ასეთი წინადადების წარმდგენ პრეტენდენტთან.
- იმ შემთხვევაში, თუ წარმატებული პრეტენდენტი ვერ შეძლებს სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი პირობების დაცვას, შემსყიდველი უფლებამოსილია გაუქმოს შეკვეთა/კონტრაქტი შერჩეულ კომპანიასთან საჯარიმო სანქციების გარეშე შემსყიდველის მიმართ, და გადასცეს დაკვეთა სხვა პრეტენდენტს ან გაუქმოს ტენდერი.
- სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ ის გაეცნო ტენდერის ყველა მოთხოვნას და ვალდებულია დაიცვას ყველა ეს პირობა, შემსყიდველის მხრიდან სატენდერო წინადადების მიღების შემთხვევაში. სატენდერო წინადადების მომზადებასთან და წარდგენასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება პრეტენდენტს, მიუხედავად იმისა, რომ მიღებული იქნება ეს წინადადება თუ არა დამკვეთის მხრიდან.
2. ტენდერით შესასყიდი მომსახურების/საქონლის აღწერილობა / სპეციფიკაციები:
დასაზღვევ პირთა ოდენობა ამჟამად შეადგენს 1600 თანამშრომელს (+ დაზღვეულთა ოჯახის წევრების რაოდენობა).
ფაქტიურად დაზღვეული თანამშრომლების რაოდენობა: 100 თანამშრომელი.
კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტზე პოლისები შემდეგი კატეგორიების მიხედვით: საბაზისო, საშუალო, პრემიუმი (VIP).
ტენდერი ტარდება 2 ლოტად:
ლოტი N 1
- საბაზისო (10 ლარი);
- საშუალო (40 ლარი);
- პრემიუმი (VIP) (180 ლარი);
ლოტი N 2
- საბაზისო: (მინიმალური მოთხოვნები მითითებულია დანართი N1-ში);
- საშუალო;
- პრემიუმი (VIP);
დამატებითი მოთხოვნები:
- შემოთავაზება უნდა მოიცავდეს სადაზღვეო კომპანიების პროვაიდერ კლინიკების ცხრილს თბილისში და რეგიონებში;
- გამონაკლისების ჩამონათვალი სადაზღვეო პოლისების კატეგორიების მიხედვით;
- გამონაკლისების დეტალური განმარტება (დაავადებების და მათი ჯგუფების კონკრეტული ცხრილი, რომელიც არ იფარება დაზღვევით);
- დაზღვეულებს უნდა ჰქონდეთ უფლება მიმართონ ნებისმიერ ლიცენზირებულ ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას, აფთიაქს; არაპროვაიდერ კლინიკებში სერვისის მისაღებად სქემის აღწერა (პაციენტის მიერ წარსადგენი საჭირო დოკუმენტების ცხრილის ჩათვლით)
- მითითებული უნდა იყოს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მომსახურების დეტალური ჩამონათვალი, თუ რას ითვალისწინებს კონკრეტული მომსახურება სადაზღვევო პოლისების კატეგორიების მიხედვით;
- სადაზღვეო პოლისის ძალაში შესვლა - ე.წ. მოცდის პერიოდის გარეშე;
- თანდაყოლილი და დაზღვევამდე არსებული დაავადებების ანაზღაურება;
- დაზღვეულთა მინიმალური და მაქსიმალური ასაკის ზღვარის მითითება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ:
ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით.
სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის პირობებში.
სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- შესყიდვის ფასი, ვალუტა-ლარი კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის გათვალისწინებით
- რეგიონების დაფარვა/მომსახურების ხარისხი;
- პროვაიდერი კლინიკების და სააფთიაქო ქსელის არჩევანი;
- გამონაკლისი შემთხვევები, რასაც არ ფარავს დაზღვევა;
- სადაზღვევო ლიმიტი/ მზღვეველის წილი;
- გადახდის პირობა
- კომპანიის გამოცდილება/ სანდოობა
4. სატენდერო წინადადება:
(ა) სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:
- პრეტენდენტი იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
- ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
- მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერილი მსგავსი ტიპის პროექტზე;
- „ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ“, შევსებული დანართ #2-ში მითითებული სახით;
- „კონფიდენციალურობაზე შეთანხმების პრეტენდენტის მხრიდან ხელმოწერილი ვერსია (შეთანხმება თან ერთვის დანართი #3-ს სახით);
- პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი დანართი #4-ის სახით;
ყველა მოცემული დანართის შევსება პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა. პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დანართი/დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 2 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.
5. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია:
შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:
- პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
- პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
- მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
- სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
- არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
- არ შეესაბამება სინამდვილეს;
- ყალბია. - არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.
6. კონფიდენციალურობა:
პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.
სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 14 იანვარი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: nnikabadze@evex.ge
ტენდერის კატეგორია:
- 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები