ჩაბარების ვადა:

18 იანვარი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T24940 - ტენდერი თბილისში გაზაფხული ქ.N18-ში არსებული საქართველოს ბანკის ოფისის მკვებავი კაბელის ჩანაცვლებაზე

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

საქართელოს ბანკი აცხადებს ტენდერს თბილისში გაზაფხული ქ.N18-ში არსებული საქართველოს ბანკის ოფისის მკვებავი კაბელის ჩანაცვლებაზე.

ტექნიკური დავალება/პროექტი მოცემულია მიმაგრებულ დანართ N1-ში.

გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო სამშენებლო ნებართვის აღება და განხორციელებული პროექტის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ: 

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური სამუშაოების შესრულების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება,

2021-2024 წლებში პრეტენდენტის ფინანსური შემოსავალი ანალოგიური სამუშაოებიდან უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს, მათ შორის პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 80 000 ლარის ანალოგიური სამუშოების შესრულების გამოცდილება, რაზეც უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოზე გაფორმებულიხელშეკრულებების და ამ სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (სამუშაოების შესრულებისაქტი, ან/და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებულისამუშაოების დამადასტურებელი ცნობა). იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიური გამოცდილება რეგისტრირებულია სახელმწიფოშესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლოა მითითებულ იქნას  სისტემის მიერ მინიჭებულიNAT/SPA/CMR ნომერი.

პრეტენდენტის წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

გამოცდილების შესახებ დამადასტურებელი ინფორმაცია (ხელშეკურლებები, მიღება-ჩაბარებები, დადასტურებული ფაქტურები ა.შ)

კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, (გამოცდილება, კლიენტების სია).

პრეტენდენტებმა - “ფასების ცხრილშიუნდა მიუთითონ გამოსაყენებელი მასალების სასაქონლო ნიშანი და/ან მარკა/მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა. (მოქმედებს სატენდერო წინადადების შეფასებისას)

პრეტენდენტებმა-„ფასების ცხრილში“ უნდა მიუთითონ პროექტის განსახორცილებლად საჭირო ვადა, რაც მოიცავს ყველა საჭირო სანებართვო დოკუმენტაციის მოპოვებას (მოქმედებს სატენდერო წინადადების შეფასებისას)

ბანკის მხრიდან შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს საავანსო საბანკო გარანტია და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

შესრულებული  სამუშაოს გარანტია:

აგარანტიო ვადა შესრულებულ სამუშაოზე და გამოყენებულ მასალებზე მოქმედებს მიღება-ჩაბარების აქტისგაფორმებიდან 2 წელი

სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენისშემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/დაარაჯეროვანი შესრულებით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებისაკუთარი ხარჯებით. 

ბანკის მხრიდან შესაძლოა მოთხოვნილ იქნას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, მთლიანი საკონტრაქტე ღირებულების 10% ის ოდენობით.

შეფასება:

სატენდერო წინადადების შეფასებისას ფინანსურ წინადადებასთან ერთად გათვლისწინებული იქნება კომპანიის ანალოგიური გამოცდილება, შესრულების ვადა და გამოსაყენებელი მასალების სპეფიკაცია.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2025 წლის 18 იანვარი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

ბექა მუმლაძე
b.mumladze@bog.ge
+995 551 46 20 03

ტექნიკურ დეტალებზე დაუკავშრიდით:

გიორგი 
577 102 917

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები