23 იანვარი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT24950 - ტენდერი კონდიციონერებისა და სამაცივრე აგრეგატების გარებლოკების წმენდა/მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არისშეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან კონდიციონერებისა და სამაცივრე აგრეგატების გარებლოკების წმენდა/მომსახურების შესყიდვაზე, კერძოდ:
- კონდიციონერის შიდა ბლოკის ფილტრის, წმენდა/რეცხვა;
- კონდიციონერისა და მაცივრის გარე ბლოკების რეცხვა წყლის ჭავლით;
- კონდიციონერის დრენაჟის მოწესრიგება;
- კონდიციონერის დიაგნოსტიკა და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დამკვეთთან რეპორტინგი;
- კონდიციონერის შიდა ბლოკის კომპლექსური რეცხვა (საჭიროების შემთხვევაში);
გთხოვთ გაითვალისწინეთ რომ პრეტენდენტი ტენდერის გამარჯვების შემთხვევაში ვალდებულიადამკვეთიის მფლობელობაში არსებულ ობიექტებზე ზემოთაღნიშნული მომსახურების ჩამონათვალიშეასრულოს 2025 წლის 1 ივნისის ჩათვლით.
გთხოვთ იხილოთ დანართი N1, სადაც წარმოდგენილი ფასები უნდა იყოს მითითებული ლარში დღგ-სჩათვლით.
გთხოვთ შპს „ორი ნაბიჯის“ მფლობელობაში არსებულ ობიექტებზე ინფორმაციის მისაღებადმოგვმართეთ ელ. ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტონომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობისმიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ დალუქულიკონვერტით, ან გადმოაგზავნონ მეილზე tenders@orinabiji.ge 2025 წლის, 23 იანვრის ჩათვლით ქვემოთმითითებულ მისამართზე.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2025 წლის 23 იანვრის ჩათვლით
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში: 10 საათიდან 18 საათამდე
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:
- კომპანიის სრული დასახელება;
- საკონტაქტო პირის სახელი და გვარი;
- მისამართი;
- ტელეფონი;
- საბანკო რეკვიზიტები;
- თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, პროდუქციის დასახელება, სპეციფიკაცია, ერთეულისფასი დღგ-ს ჩათვლით;
- მიწოდების ვადა და პირობები;
- უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადოგირავნობით/იპოთეკით/ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციისსაქმის წარმოება;
- ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;
- ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი დასაკონტაქტო ინფორმაცია(სასურველია რეკომენდატორების მითითება).
შენიშვნები:
- შპს ,,ორი ნაბიჯი“ უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ;
- შპს ,,ორი ნაბიჯი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
- თუ პრედენდენტს არ შეუძლია გარკვეული ნაწილისა თუ სერვისის მოწოდება შეუძლია გამოტოვოსგრაფა.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
რეკვიზიტები:
საკონტაქტო პირი: ამირანი ჯინიუზაშვილი
ტელეფონი: +995 577 41 79 67
E-mail: Amirani.jiniuzashvili@orinabiji.ge
მისამართი: 2 ნაბიჯი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, თბილისი, 0113, საქართველო
ტენდერის კატეგორია:
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება