ჩაბარების ვადა:
23 იანვარი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT24955 - ფასთა გამოკითხვა წყლის ნაკადის გადატანის სამუშაოების პროექტირებაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს არ ემ ჯი გოლდი აცხადებს ფასთა გამოკითხვას წყლის ნაკადის გადატანის სამუშაოების პროექტირებაზე.
- მომსახურების საგანი: წყლის ნაკადის გადატანის სამუშაოების პროექტირება
- კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 23.01.2025 18:00 საათი
- ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
- პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციულსი წინადადება
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
- ენა : ქართული/რუსული/ინგლისური
- კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
- კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
- სამუშაოების დეტალური განფასება;
- ანგარიშსწორების პირობა;
- მომსახურების განხორციელების ვადები;
- ინფორმაცია ანალოგიურ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
- რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები
წინადადების წარდგენისას აუცილებელია მიუთითოთ ფასთა გამოკითხვისთვის მინიჭებული კოდი.
კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.
- მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
- ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
- კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com
საკონტაქტო ინფორმაცია:
ქეთა ალექსი-მესხიშვილი
Т +995 595 30 00 16
kaleksimeskhishvili@richmetalsgroup.com
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
დოკუმენტაცია
Опрос цен на выполнение расчётов и рабочей документации
Опрос цен на выполнение расчётов и рабочей документации
ТЗ на проект переноса ручья Квирацховели Сакдриси-5 rev03
ТЗ на проект переноса ручья Квирацховели Сакдриси-5 rev03
ტექნიკური დავალება კვირაცხოვლის წყლის ნაკადის გადატანაზე
ტექნიკური დავალება კვირაცხოვლის წყლის ნაკადის გადატანაზე
ფასთა გამოკითხვა წყლის ნაკადის გადატანის სამუშაოების პროექტირებაზე
ფასთა გამოკითხვა წყლის ნაკადის გადატანის სამუშაოების პროექტირებაზე
ყველას ჩამოტვირთვა