ჩაბარების ვადა:

17 იანვარი 2025, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T24956 - ტენდერი ბანკომატების გარეგანი დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 13 იანვარი 2025 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს ბანკომატების გარეგანი დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე. პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზება.

სატენდერო მოთხოვნები:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც პრეტენდენტი ვალდებულია ბანკის საკუთრებაში არებული ბანკომატების კვირაში ერთხელ დასუფთავებაზე.
  • ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, გადასახადების ჩათვლით ერთ ცალ ბანკომატზე, დანართი N2 შევსებული ფორმით.

ბანოკომატების ექპანსია (ჯამში 582 ბანკომატი):

  • თბილისი: 288 ცალი;
  • აჭარა: 80 ცალი;
  • გურია: 13 ცალი;
  • იმერეთი: 48 ცალი;
  • კახეთი: 25 ცალი;
  • ქვემო ქართლი: 31 ცალი;
  • მცხეთა-მთიანეთი: 20 ცალი;
  • სამეგრელო: 29 ცალი;
  • სამცხე-ჯავახეთი- 20 ცალი;
  • შიდა ქართლი: 26 ცალი;
  • სვანეთი: 2 ცალი

წარმოსადგენი (ასატვირთი) სატენდერო დოკუმენტების სია:

  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ.
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის: დანართი N1 შევსებული ფორმით, სარეკომენდაციო წერილები, კორპორატიული მომხმარებლების ნუსხა, თანამშრომლების რაოდენობა. 

დამატებითი ინფორმაცია:

ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთანდაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.

მონაწილე კომპანიების შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ღირებულება 80%, გამოცდილება 20%.

ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესოპირობების მქონე მომწოდებელს. 

ბანკი იტოვებს უფლებას, რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი. წინამდებარე ტენდერის გამოცხადება, არავალდებულებს ბანკს პრეტენდენტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებლად. 

ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებახელშეკრულების პირობებს.

ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, კონტრაჰენტი ხელშეკრულების ან კანონმდებლობის საფუძველზე და მის შესაბამისად, მიიღებს ხელშეკრულების ცალმხრივად სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის გადაწყვეტილებას, ვალდებულია წერილობით შეატყობინოს ბანკს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი, რომელიც არ უნდა იყოს 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარულ დღეზე ნაკლები, ხოლო თუ ხელშეკრულებით ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულება უნდა შეწყდეს უფრო მოკლე ვადებში, ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს უფრო მოკლე ვადებში. მხარეები დამატებით თანხმდებიან, რომ ბანკის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისას, შეწყვეტის იგივე წესი იმოქმედებს ბანკისთვისაც, თუმცა ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ამოქმედების თარიღი არ უნდა იყოს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეზე ნაკლები, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ხელშეკრულება ან კანონმდებლობა ითვალისწინებს შეწყვეტის უფრო მოკლე ვადებს.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2025 წლის 17 იანვარი, 17:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:

ელა ყაველაშვილი
ekavelashvili@bog.ge
ტელ:
+995 579 01 04 03

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება