ჩაბარების ვადა:

21 იანვარი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T24969 - ტენდერი სასაწყობე ტერიტორიის წმენდის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან სასაწყობე ტერიტორიის წმენდის მომსახურება.

გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ სატენდერო წინადანდება, სადაც წარმოდგენილი ფასი უნდა იყოს მითითებული ლარში დღგ-ს ჩათვლით.

საჭირო ინფორმაცია ტენდერში მონაწილეობისათვის:

  • წმენდის მომსახურება სრულდება 3,200 კვ.მ სასაწყობე ფართზე და 700 კვ.მ ბაქანზე, დღეში ორჯერ, ყოველდღიურად.
  • მომსახურების შესრულები მისამართი: ქ. თბილისი, იუმაშევის ქუჩა #14. (ლილო1-ის სასაწყობე ტერმინალი)
  • წმენდა სრულდება ორ ეტაპად:
     - I ეტაპი - დრო: 15:00-23:00-მდე - გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია სასაწყობე ტერიტორიაზე არსებული ხის პალეტები, პოლიეთილენის შესაფუთი ფირები, პალეტის კუთხოვანები მოაგროვოს სასაწყობე ტერიტორიის ბაქანზე. (ხის პალეტების საორიენტაციო რაოდენობა ყოველდღიურად: 600-800 ცალი)
    - I ეტაპი - დრო: 00:00-08:00-მდე - გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია სასაწყობე ტერიტორიისა და ბაქნის ნაწილი მოასუფთავოს მშრალი მეთოდით (პრეტენდენტმა საკუთარი ინვენტარით უნდა უზრუნველყოს ობიექტის წმენდის მომსახურება)
  • კვირაში ერთხელ სველი მეთოდით დაასუფთავოს სასაწყობე ტერიტორიისა და ბაქნის ნაწილები.
    (შპს ორი ნაბიჯი გამარჯვებულ პრეტენდენტს აძლევს უფლებას გამოიყენოს საკუთრებაში არსებული მოსარეცხი აპარატი Karcher Scrubber drier BD 50/70)

შემოთავაზებასთან ერთად გთხოვთ მოგვაწოდოთ მისამართები, ანუ მომსახურების წერტილები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა გადმოაგზავნონ მეილზე tenders@orinabiji.ge 2025 წლის 21 იანვრის ჩათვლით ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება2025 წლის 21 იანვრის ჩათვლით
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში10 საათიდან 18 საათამდე

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • კომპანიის სრული დასახელება;
  • საკონტაქტო პირის სახელი და გვარი;
  • მისამართი;
  • ტელეფონი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, პროდუქციის დასახელება, სპეციფიკაცია, ერთეულის ფასი დღგ- ჩათვლით;
  • მიწოდების ვადა და პირობები;
  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია(სასურველია რეკომენდატორების მითითება).

შენიშვნები:

  • შპს ,,ორი ნაბიჯიუფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ;
  • შპს ,,ორი ნაბიჯიგამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
  • თუ პრედენდენტს არ შეუძლია გარკვეული ნაწილისა თუ სერვისის მოწოდება შეუძლია გამოტოვოს გრაფა.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:

რეკვიზიტები:
საკონტაქტო პირი: გიორგი ახალაია
ტელეფონი:  
+995 591 967 410
E-mail: Giorgi.akhalaia@orinabiji.ge
მისამართი: 2 ნაბიჯი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, თბილისი, 0113, საქართველო

ტენდერის კატეგორია:

  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება