ჩაბარების ვადა:

28 იანვარი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T24976 - ტენდერი დეზობარიერის და მისთვის განკუთვნილი სადეზინფექციო სხნარის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს დეზობარიერის და მისთვის განკუთვნილი სადეზინფექციო სხნარის შესყიდვაზე.

პროდუქტის აღწერილობა:

1. დეზობარიერი - 550 ცალი

  • სრული ზომა 70X45 სმ;
  • რეზინის კარკასითა და ხალიჩით;
  • გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში (ობიექტის შესასველთან).

2. სადეზინფექციო სითხე დეზობარიერებისთვის - 1250 ცალი

  • 1 ცალი უნდა იყოს 0.5 ლიტრიან შეფუთვაში
  • გამოყენებამდე საჭირო უნდა იყოს მისი გაზავება წყალში.
  • გაზავების ინსტრუქცია უნდა იკითხებოდეს შეფუთვაზე.
  • შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს ვარგისიანობის ვადა, რომელიც მოწოდების დროს უნდა იყოს არანაკლებ 1 წელი.

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • პრეტენდენტმა კომერციული წინადადება უნდა წარმოადგინოს ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, დანართი N1-ის შესაბამისად;
  • პრეტენდენტმა შესასყიდი საქონლის დეტალური ტექნიკური მონაცემები, ინფორმაცია მწარმოებელი ქვეყანის, მწარმოებელი კომპანიის, მოდელის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ უნდა წარმოადგინოს დანართი N1-ის შესაბამისად;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ (დანართი N1);
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ (დანართი N1);
  • გადახდის პირობა (დანართი N1);
  • პრეტენდენტი ვალდებულია ტენდერის დასრულებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ნიმუში. მისამართი: ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, საქართველო, თბილისი, 0113, სამუშაო საათები 09:00-18:00.

*შენიშვნა: უპირატესობა მიენიჭება იმ კომპანიის შემოთავაზებას, რომელის ანგარიშწორების პირობა იქნება 45 (ორმოცდახუთი) დღიანი კონსიგნაცია.

აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმეტები:

  • დანართი N1, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს, როგორც ხელმოწერილი, ისე Excel-ის ფორმატით;
  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.);

შენიშვნები:

  • შპს „ორი ნაბიჯი“ იტოვებს უფლებას არ შეისყიდოს სრულად ტენდერში წარმოდგენილი რაოდენობები.
  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ იტოვებს უფლებას მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ; 
  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით; 
  • თუ პრედენდენტს არ შეუძლია გარკვეული საქონლის მოწოდება შეუძლია გამოტოვოს გრაფა.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ მეილზე tenders@orinabiji.ge 2025 წლის, 28 იანვრის 18:00 საათის ჩათვლით.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:

ანი შენგელია / ია ჟიჟიაშვილი
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06 / 598 37 34 31
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge/ ia.zhizhiashvili@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 24400000 სასუქები და ნიტროგენული ნაერთები
  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები