ჩაბარების ვადა:

28 იანვარი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T24978 - ტენდერი სხვადასხვა სახის თერმომეტრების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს სხვადასხვა სახის თერმომეტრების შესყიდვაზე. 

პროდუქტის აღწერილობა:

1.
თერმომეტრი - საყინულე მაცივრის და კედელმაცივრისთვის

2. ციფრული თერმო ჰიგრომეტრი (ტენიანობის კონტროლერი)

3. ლაზერული თერმომეტრი, ზედაპირისა და გარემოს ტემპერატურის გასაზომად

დეტალური ინფორმაცია (მონაცემები და ფოტოები) იხილეთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის პირობები/მოთხოვნები: 

  • პრეტენდენტმა კომერციული წინადადება უნდა წარმოადგინოს ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, დანართი N1-ის შესაბამისად;
  • პრეტენდენტმა შესასყიდი საქონლის დეტალური ტექნიკური მონაცემები, ინფორმაცია მწარმოებელი ქვეყანის, მწარმოებელი კომპანიის, მოდელის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ უნდა წარმოადგინოს დანართი N1-ის შესაბამისად; 
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ (დანართი N1);
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ (დანართი N1);
  • გადახდის პირობა (დანართი N1);
  • პრეტენდენტი ვალდებულია ტენდერის დასრულებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ნიმუში. მისამართი: ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, საქართველო, თბილისი, 0113, სამუშაო საათები 09:00-18:00.

*შენიშვნა: უპირატესობა მიენიჭება იმ კომპანიის შემოთავაზებას, რომელის ანგარიშწორების პირობა იქნება 45 (ორმოცდახუთი) დღიანი კონსიგნაცია. 

საგარანტიო პირობები: 

  • საქონელს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი საგარანტიო ვადა;
  • იმ შემთხვევაში თუ მოწოდებულ საქონელს არანაკლებ 3 (სამი) თვის განმავლობაში აღმოაჩნდება რაიმე სახის დეფექტი ან/და დაზიანება, შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს წუნდებული საქონლის ჩანაცვლება იდენტური ახალი საქონელით 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში (ჩანაცვლების ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს კონკრეტული შემთხვევის დროს).
  • საგარანტიო პირობები არ ვრცელდება თუ საქონლის დაზიანება გამოწვეულია შემსყიდველის მიერ არასწორი ექსპლუატაციით, დაუდევრობით ან/და გაუფრთხილებლობით 

აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმეტები: 

  • დანართი N1, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს, როგორც ხელმოწერილი, ისე Excel-ის ფორმატით; 
  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.);

შენიშვნები:

  • შპს „ორი ნაბიჯი“ იტოვებს უფლებას არ შეისყიდოს სრულად ტენდერში წარმოდგენილი რაოდენობები.
  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ იტოვებს უფლებას მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ;
  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
  • თუ პრედენდენტს არ შეუძლია გარკვეული საქონლის მოწოდება შეუძლია გამოტოვოს გრაფა.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ მეილზე tenders@orinabiji.ge 2025 წლის, 28 იანვრის 18:00 საათის ჩათვლით. 

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ: 

ანი შენგელია / ია ჟიჟიაშვილი
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06 / 598 37 34 31
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge / ia.zhizhiashvili@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 38400000 ფიზიკური მახასიათებლების კონტროლის ხელსაწყოები
  • 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები