28 იანვარი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT24979 - ტენდერი მღრღნელების სატყუარა კონტეინერების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს მღრღნელების სატყუარა კონტეინერების შესყიდვაზე.
პროდუქტის აღწერილობა:
1. მღრღნელების სატყუარა კონტეინერები - 4 900 ცალი
- განკუთვნილი უნდა იყოს შიდა ტერიტორიაზე გამოსაყენებლად;
- უნდა ჰქონდეს ორი მხრიდან ღია შესასვლელი;
- მღრღნელის შესვლის შემდეგ შეუძლებელი უნდა იყოს მისი უკან გამოსვლა;
- უნდა იდებოდეს წებოვანი ფირფიტა მღრღნელის დასაჭერად.
2. თაგვის დამჭერი წებოვანი ფირფიტა - 30 000 ცალი
- ფირფიტა უნდა იყოს არაქიმიური უსაფრთხო;
- ფირფიტა მორგებული უნდა იყოს შემოთავაზებული კონტეინერის ზომებზე.
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- პრეტენდენტმა კომერციული წინადადება უნდა წარმოადგინოს ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, დანართი N1-ის შესაბამისად;
- პრეტენდენტმა შესასყიდი საქონლის დეტალური ტექნიკური მონაცემები, ინფორმაცია მწარმოებელი ქვეყანის, მწარმოებელი კომპანიის, მოდელის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ უნდა წარმოადგინოს დანართი N1-ის შესაბამისად;
- ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ (დანართი N1);
- გადახდის პირობა (დანართი N1);
- პრეტენდენტი ვალდებულია ტენდერის დასრულებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ნიმუში. მისამართი: ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41,საქართველო, თბილისი, 0113, სამუშაო საათები 09:00-18:00;
*შენიშვნა: უპირატესობა მიენიჭება იმ კომპანიის შემოთავაზებას, რომელის ანგარიშწორების პირობა იქნება 45 (ორმოცდახუთი) დღიანი კონსიგნაცია.
მოწოდების პირობა და ვადები:
- 4900 ცალი კონტეინერისა და მისთვის განკუთვნილი წებოვანი ფირფიტის მოწოდება განხორციელდება ერთად ხელშეკრულების გაფორმებიდან პრეტენდენტის მიერ შემოთაზებული ვადის შესაბამისად;
- წებოვანი ფირფიტების დარჩენილი ნაწილის მოწოდება მოხდება ეტაპობრივად შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში, რომელიც შეთანხმდება ხელშეკრულების გაფორმების დროს.
აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმეტები:
- დანართი N1, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს, როგორც ხელმოწერილი, ისე Excel-ის ფორმატით;
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.);
შენიშვნები:
- შპს „ორი ნაბიჯი“ იტოვებს უფლებას არ შეისყიდოს სრულად ტენდერში წარმოდგენილი რაოდენობები.
- შპს ,,ორი ნაბიჯი“ იტოვებს უფლებას მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ;
- შპს ,,ორი ნაბიჯი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
- თუ პრედენდენტს არ შეუძლია გარკვეული საქონლის მოწოდება შეუძლია გამოტოვოს გრაფა.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ მეილზე tenders@orinabiji.ge 2025 წლის, 28 იანვრის 18:00 საათის ჩათვლით.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ანი შენგელია / ია ჟიჟიაშვილი
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06 / 598 37 34 31
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge/ ia.zhizhiashvili@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
- 39200000 ავეჯის აქსესუარები