ჩაბარების ვადა:
20 იანვარი 2025, 15:00
სტატუსი:
მიმდინარეT24987 - ტენდერი საბროკერო მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი (შემდგომში კომპანია) აცხადებს ტენდერს საბროკერო მომსახურების შესყიდვის შესახებ.
ტენდერის საგანი:
- კომპანიის სახელით იმპორტირებული, ექსპორტირებული, დროებით ან სხვა ნებიმიერ რეჟიმში მყოფი ტვირთების საბაჟო-საბროკერო მომსახურება და მოთხოვნილი დოკუმენტებით უზრუნველყოფა;
- ტვირთის მიღება / გაგზავნის შემთხვევაში, სახელმწიფო სტრუქტურებიდან საჭირო ნებართვების და დოკუმენტაციის მოთხოვნა/ მოპოვება;
- მათი განბაჟება, დეკლარირება, მოთხოვნილი სერტიფიკატებით უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში დამკვეთთან შეთანხმებით საბუთების კორექტირება;
- კანონით გათვალისიწინებული ყველა ოპერაციის დასრულების შემდგომ მძღოლებზე ახალად შექმნილი/ დასრულებული და მათ მიერ ჩაბარებული დოკუმენტაციის გადაცემა;
- დადგენილ ვადებში მანქანების / ტვირთების საბაჟო ტერმინალიდან გამოშვება;
- კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო დოკუმენტაციის შექმნა / წარმოება;
- დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე დამკვეთის სახელით ტვირთის შენახვა/დასაწყობება საბაჟო საწყობებში და მათი მომსახურების გადახდა დამატებითი ანაზღაურების საფუძველზე;
- პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში საბაჟო საკითხებში დახმარება, კონსულტაციების მიცემა საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებით;
წინადადებას უნდა დაერთოს:
- კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი);
- კომერციული წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს: მომსახურებების ღირებულებას, გადახდის პირობას და სხვა შემოთავაზებულ დეტალებს;
- ბოლო 3 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და ა.შ;
- ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ):
- საბროკერო მომსახურება;
- დეკლარანტის მომსახურება;
- დამატებით კოდზე დეკლარანტის მომსახურების ხარჯი;
წინადადების მოწოდების ბოლო ვადა 20 იანვრის 15:00 საათამდე.
წინადადებები უნდა იყოს მოწოდებული თანდართულ ექსელის ფაილში შემდეგ ელ.ფოსტებზე:
ggogiberidze@borjomi.com
lgvazava@borjomi.com
ტენდერის კატეგორია:
- 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები