ჩაბარების ვადა:

31 იანვარი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T24989 - ტენდერი GPS კონტროლის მომსახურებასა და ტივტივებზე ტრეკერის მოწყობილობის დაინსტალირებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ 2006 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და ახდენს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას. 

ამჟამად კომპანიის პორტფელში დაახლოებით 30-მდე ბრენდია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 17 წელზე მეტია ახორციელებს. მათ შორისაა: თელიანი ველი, სნო, კობი, აისი, ყაზბეგი, Heineken, Lavazza, Medoff, Stolichnaya, და სხვა. 

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ აცხადებს ტენდერს კომპანიის კუთვნილ ავტომობილებში არსებულ ტივტივებზე ტრეკერის მოწყობილობის დაინსტალირებასა და GPS კონტროლზე. 

ძირითადი მოთხოვნები:

  • კომპანიის მფლობელობაში არის 90 ავტომობილი და საჭიროა უკვე არსებულ ტივტივებზე დაინსტალირდეს გადამცემი ტრეკერის მოწყობილობა; 
    ავტომობილები რეგიონების მიხედვით განაწილებულია შემდეგნაირად:
    - თბილისი - 44
    - რუსთავი - 6
    - გორი - 8
    - თელავი - 4
    - სამტრედია - 15
    - ბათუმი - 13 
  • GPS რეპორტინგი (გთხოვთ, ტენდერში მონაწილე კომპანიამ წარმოადგინოს რა სახის რეპორტს აწარმოებს)
  • GPS უწყვეტი ფუნქციონირება;
  • საჭიროა საწვავის დანაკლისის დეტალური აღრიცხვა;

პირობები: 

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება მინიმუმ ერთი წლის ვადით;
  •  სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადა 31.01.2025 18:00 საათი;
  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    -
    ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში;
  • კომპანია იტოვებს უფლებას, ტენდერის დასრულებიდან 2 კვირის ვადაში გამოაცხადოს გამარჯვებული. 

გადახდის პირობა:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • თქვენი კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ტენდერის დასახელება;
  • კომერციული წინადადება;

შენიშვნა*
შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი და წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;

  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
  • წარწერა: "კონფიდენციალურია";
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.  

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი. ისაკიანის ჩიხი #1.  შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო პირი: მარიამ კვარაცხელია
მის.: საქართველო, თბილისი, ისაკიანის #1 
ელ. ფოსტა: m.kvaratskhelia@gdl.ge
ტელ.: +995 551 59 63 06 

საკონტაქტო პირი: ვასილ ბეშკენაძე
მის.: საქართველო, თბილისი, ისაკიანის #1 
ელ. ფოსტა: v.beshkenadze@gdl.ge 
ტელ.: +995 551 31 20 97 

ტენდერის კატეგორია:

  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
  • 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის
  • 51200000 საზომი, შესამოწმებელი, საცდელი და სანავიგაციო მოწყობილობების მონტაჟი