ჩაბარების ვადა:

22 მაისი 2017, 13:00

სტატუსი:

დასრულებული

T2499 - ტენდერი ავტო ბენზინ გასამართი სადგურის რებრენდინგზე (ოზურგეთი)

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა: 

შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს მომსახურების: ავტო ბენზინ გასამართი სადგურის რებრენდინგზე (ოზურგეთი).

მომსახურების აღწერა:

  • შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია-ს საიჯარო საკუთრებაში არსებული ავტო ბენზინ გასამართი სადგურის რებრენდინგის შესყიდვაზე.
    მომსახურების გაწევის ადგილმდებარეობა: ქალაქი ოზურგეთი, თაყაიშვილის 69# ს/კ 26.26.15.003
  • სამუშაოების მოცულობები, გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილში.
    შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • შესასრულებელი სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხვა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ; 
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის რაოდენობაზე;
  • ბოლო სამი წლის მანძილზე გაწეული ანალოგიური მომსახურების ჩამონათვალი. (კომპანი(ებ)ის, მომსახურების გაწევის პერიოდისა და ჯამური თანხის მითითებით);
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია);

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.

წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ 34# ( პიქსელის შენობა 6 სართული) საკონტაქტო პირი: სოსო ქარსელაძე s.karseladze@gulf-ge.com  Mob: 577 00 49 49

კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტი კომპანიის დასახელება, ტენდერის დასახელება და ნომერი;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 22 მაისი 1 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 39200000 ავეჯის აქსესუარები
  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები