ჩაბარების ვადა:

28 იანვარი 2025, 18:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T24996 - ტენდერი საკანცელარიო საქონელის მომწოდებლის შერჩევაზე

ტენდერის აღწერილობა:

სსტერაბანკი აცხადებს ტენდერს - საკანცელარიო საქონელის მომწოდებლის შერჩევაზე.

ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის წარმომდგენი ერთი კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება საკანცელარიო საქონლის შესყიდვა/მიწოდებაზე 1 (ერთი) წლის ვადით

შეკვეთის და მოწოდების ძირითადი პირობები:

საკანცელარიო ნივთების შესყიდვა თბილისის მასშტაბით მოხდება თვეში ერთხელ, ხოლო ორ თვეში ერთხელ რეგიონებში. თბილისის მასშტაბით მოწოდება უნდა განხორციელდეს შეკვეთიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის მანძილზე, ხოლო რეგიონებში შეკვეთიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. 

ელ. ტენდერი:

ტენდერი ჩატარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის ტიპის გამოყენებით Tenders.ge-ს ს ელექტრონული შესყიდვების პორტალზე. ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით იხილეთ დანართი „ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია“.

Tenders.ge-ს ელექტრონული შესყიდვების პორტალზე, ვაჭრობის დასრულების შემდგომ გამოვლინდება ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი.

იმ შემთხვევაში, თუ 3 ბიჯიანი ვაჭრობის შემდგომ, ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია პრეტენდენტის თავდაპირველ შემოთავაზებაზე, ბანკი იტოვებს უფლებას მოითხოვოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურება.  

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე,წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც მის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებაში. 

საკანცელარიო საქონლის ნიმუშების წარმოდგენა:

პრეტენდენტმა, ბანკის მოთხოვნის შესაბამისად საკანცელარიო საქონელის სხვადასხვა ნიმუშები უნდა წარმოადგინოს ტერაბნკში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ვირსალაძის N 5. საკონტაქტო პირი ბატონი ლაშა ჭანტურიძე. ტელ: 595 110 174 

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა 

ბანკი ელ. ფოსტის საშუალებით პრეტენდენტს უგზავნის შეტყობინებას ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის შესახებ. პრეტენდნტმა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასკვნის დედანი უნდა წარმოადგინოს შემდეგ მისამართზე: თბილისი, ვირსალაძის №5. საკონტაქტო პირი: ამირან ანანიაშვილი. მობილური: 595 908680. ამავდროულად, ექსპერტიზის დასკვნის ელ. ვერსია უნდა გადაიგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტაზე: amiran.ananiashvili@terabank.ge

მასალის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა:

შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა განისაზღვრება ბანკის მიერ შეტყობინების გაგზავნიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სატენდრო დოკუმენტაცია:

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • ანალოგიური საქმიანობის მინიმუმ 3  წლიანი გამოცდილება.

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას

  • შევსებულ ფასების ცხრილს (საკანცელარიო საქონლის ჩამონათვალი, რაოდენობები და წლიური საპროგნოზო რაოდენობები - დანართი N1). ფასები უნდა მოიცავდეს დღგ-ს და ტრანსპორტირებას (ფილიალებში და სერვის ცენტრებში ადგილზე მიტანას);
  • მიმდინარე კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობას საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ;
  • საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის);
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი).

აუცილებელი პირობა :

  • მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.

ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია  სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად. პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.

დანართები

  • შესავსები ფასების ცხრილი (საკანცელარიო საქონლის ჩამონათვალი, რაოდენობები და წლიური საპროგნოზო რაოდენობები - დანართი N1);
  • ფილიალების მისამართები (დანართი N2);
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე (იხ. თანდართული ფაილი).

შენიშვნა:  

ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 28 იანვარი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტალარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა
  • გთხოვთ სისტემაში დააფიქსიროთ შეთავაზების ჯამური ღირებულება;
  • ვაჭრობა გაიმართება ჯამურ ღირებულებაზე;
  • ფასის კლების ბიჯი: 1000 ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთთანდართულ ფაილში.

ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ამირან ანანიაშვილს, ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: amiran.ananiashvili@terabank.ge ტელეფონზე 255 00 00/(შიდა 2009). მობ: 595 908680.

ტენდერის კატეგორია:

  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    14 იანვარი 2025 დრო 14:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 1'000.00 ‎₾