22 იანვარი 2025, 15:00
სტატუსი:
მიმდინარეT24999 - ტენდერი ინერტული მასალის ტრანსპორტირებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ქართული ცემენტი აცხადებს ტენდერს ინერტული მასალის ტრანსპორტირებაზე საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ კარიერებსა და ქართული ცემენტის ბეტონის ქარხნებს შორის.
მიმართულებებს, ავტომობილების ტიპებს, სავარაუდო მანძილებს და სავარაუდო რაოდენობებს გაეცნობით „ქართული ცემენტის“ ელექტრონულ პლატფორმაზე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
დაინტერესებული კომპანიები ტენდერში მონაწილეობის მისაღებად უნდა დარეგისტრირდნენ ქართული ცემენტის ელექტრონულ პლატფორმაზე როგორც მომწოდებლები და გაიარონ წინასწარ კვალიფიკაცია/შეფასება.
პირველ ეტაპზე, კომპანიებმა უნდა გამოაგზავნონ კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო ინფორმაცია, ქვემოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და მოთხოვნების შესაბამისობასთან მზადყოფნის დასტური შემდეგ ელექტრონულ მისამართზე George.lobjanidze@cement.ge
ტენდერი ჩატარდება ,,ქართული ცემენტის“ ელექტრონული ტენდერების პლატფორმის საშუალებით. ტენდერში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც გაივლიან შეფასებას და წინასწარი კვალიფიკაციის ეტაპს.
კომპანიის მინიმალური მოთხოვნები:
- კომპანია უნდა იყოს სატრანსპორტო სფეროში მოღვაწე;
- უნდა გააჩნდეს საკუთრებაში ნაყარი ტვირთის გადასაზიდი სატვირთო მანქანები;
- 1 მლნ ლარი ბრუნვის დამადასტურებელი საბუთი კალენდარული წლის განმავლობაში, გაცემული მომსახურე ბანკიდან.;
- კომერციულ წინადადებასთან ერთად, შესაძლოა კომპანიას დასჭირდეს წარადგინოს საქართველოშილიცენზირებული ბანკებიდან ერთ-ერთის მიერ დადასტურებული „performance guaranty“ (საბანკო გარანტია) 500 000 ლარის ოდენობით. გარანტია ვადა 1 წელი.
- სარეკომენდაციო წერილები;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და საკონტაქტო ინფორმაცია;
- კომპანიას უნდა ჰყავდეს შრომისა და ჯანმთელობის დაცვის მენეჯერი.
სატვირთო მანქანებზე მინიმალური მოთხოვნები:
- სატვირთო მანქანები ადაპტირებული უნდა იყვნენ ინერტული მასალის გადაზიდვებზე;
- აღჭურვილი უნდა იყვნენ გადასაფარაბელი ტენტებით;
- დატვირთვა დასაშვებია არაუმეტეს სატვირთო მანქანის ტექნიკურ პასპორტში მითითებული მაქსიმალური დატვირთვისა.
შერჩეულ კომპანიებთან მოხდება ვიზიტები. საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება და გასაუბრება.
კომპანიებმა ტენდერში მონაწილეობის მიღებაზე მზაობა უნდა გამოთქვან (ელექტრონული ფოსტით გამოგზავნონ შეტყობინება და მოთხოვნილი ინფორმაცია) არა უგვიანეს 22 იანვრისა.
კომერციული წინადადებების პორტალზე ატვირთვის საბოლოო ვადაა 30.01.2025 15:00 სთ.
ფასები უნდა იყოს მოწოდებული და ფიქსირებული ლარში, უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო ხარჯს და გადასახადს რაც დაკავშირებული იქნება 1 ტონა ინერტული მასალის ტრანსპორტირებასთან გარდა დღგ-ს გადასახადისა.
გამარჯვებულ კომპანიასთან/კომპანიებთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება.
ტენდერის კატეგორია:
- 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები