
17 აპრილი 2014, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT25 - კავშირგაბმულობის მოწყობილობების შესყიდვა
შპს "ახალი ქსელები" წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის კერძო ოპერატორს საქართველოში.
შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ტენდერს დანართი #1 -ის შესაბამისი კავშირგაბმულობის მოწყობილობების შესყიდვაზე.
გთხოვთ წარმოადგინოთ:
- 1. სატენდერო შემოთავაზება: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დღგ-ის გარეშე და ჩათვლით; პროდუქციის მოწოდების ვადები და გადახდის პირობები
- 2. ორგანიზაციის/კომპანიის სრული დასახელება, საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, მისამართი და ტელეფონი
- 3. საბანკო რეკვიზიტები
- 4. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
- 5. ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ ტენდერში მონაწილე პირის ქონებაზე არ არსებობს საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა
- 6. ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ
- 7. ცნობა, რომ პრეტენდენტის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
- 8. ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია
კონვერტი ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაციით უნდა წარმოადგინოთ 2014 წლის 17 აპრილამდე, 10:00-დან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა, შემდეგ მისამართზე:
შპს "ახალი ქსელები"
ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 16.
საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 17 აპრილი, 18:00 საათი. დაგვიანებით ჩაბარებული დოკუმენტები არ მიიღება.
შენიშვნა: შესასყიდი კავშირგაბმულობის მოწყობილობების სპეციფიკაციების და დეტალური აღწერილობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ შპს "ახალი ქსელების" შესყიდვების განყოფილების სპეციალისტს:
კახაბერ უგულავა
ტელ: 577 430010, 577 401010
ელფოსტა: info@ak.ge