ჩაბარების ვადა:

25 იანვარი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T25006 - ტენდერი კვების მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს თანამშრომელთა კვების მომსახურების შესყიდვაზე.

მომსახურების აღწერილობა:

მომწოდებელმა 2025 წლის ბოლომდე, ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, დღეში ორჯერ-10:00 სთ; 17:00 სთ, (მენიუ უნდა იყოს იდენტური) უნდა მოახდინოს ორი ნაბიჯის თანამშრომელთათვის კვების მომსახურების უზრუნველყოფა.

  • საერთო ღირებულებაში შედის: ტრანსპორტირება, დღგ, ერთჯერადი კონტეინერების ღირებულება (კონტეინერი უნდა იყოს ინდივიდუალურად თითო პერსონაზე).
  • ანგარიშსწორების პირობა: კალენდრული თვის განმავლობაში შესყიდული პროდუქციის (რომლის ჯამური ოდენობაც განისაზღვრება შესაბამის კალენდრულ თვეში დადასტურებული მიღება-ჩაბარებების აქტების მიხედვით) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მიაწოდოს საქონელი ქ. თბილისი, იუმაშევის ქუჩა #14-ში.
  • პროდუქციის მიწოდება უნდა მოხდეს დღეში 2-ჯერ, 10:00-ზე და 17:00-ზე. (ორშაბათიდან-კვირის ჩათვლით).
  • პროდუქციის რაოდენობა 10:00-ზე შეადგენს 60 ცალს (პერსონაზე) -17:00-ზე 60 ცალს (პერსონაზე) . კომპანიას უნდა ქონდეს შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში გაზარდოს მოწოდების რაოდენობა, კომპანიის მოთხოვნის შესაბამისად.
  • შემოთავაზებული პროდუქცია უნდა იყოს განთავსებული ინდივიდუალურად, 1 პერსონისთვის პაკეტებში.
  • მისაწოდებელი კერძების მომზადება უნდა ხორციელდებოდეს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. კერძები მომზადებული უნდა იქნეს ჰიგიენის ნორმების მკაცრი დაცვით. კერძებისთვის საჭირო ინგრედიენტები უნდა იყოს ახალი, მაღალხარისხიანი. მზა კერძების მიწოდება უნდა განხორციელდეს შესაბამისი ტემპერატურის დაცვით;
  • სევე შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი პროდუქცია მოწოდებული უნდა იყოს ცალ-ცალკე შეფუთული, პროდუქციისთვის განკუთვნილი პაკეტებით (ლანჩბოქსებით);
  • მისაწოდებელი კერძები და კვების პროდუქტები თავისი საგემოვნო თვისებებით უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს, უნდა იყოს ახალი, საკვებად ვარგისი და ჯანმრთელობისთვის უვნებელი.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე გადაამოწმოს ჰიგიენის ნორმების დაცვა, როგორც საკვები პროდუქტები მომზადების ადგილზე და ასევე ტრანსპორტირების დროს.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა წესსა და ნორმას.
  • ტენდერში მონაწილე კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს, სურსათის უვნებლობისა მოთხოვნებსა და  HACCP-ის სტანდარტებს.
  • ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კლიენტების ჩამონათვალი და შესაბამისი სარეკომენდაციო წერილები.
  • ბიუჯეტი ერთ დასაქმებულზე შეადგენს მაქსიმუმ 7.00 ლარს. (შვიდი ლარი დღგ-ს ჩათვლით)
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.
  • ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა გამოაგზავნონ მეილზე tenders@orinabiji.ge.

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • პრეტენდენტმა კომერციული წინადადება უნდა წარმოადგინოს ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, დანართი N1-ის შესაბამისად;
  • პრეტენდენტმა შესასყიდი მომსახურების დეტალური აღწერილობა, ინფორმაცია მწარმოებელი ქვეყანის, მწარმოებელის,  შესახებ უნდა წარმოადგინოს დანართი N1-ის შესაბამისად;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ (დანართი N1);
  • გადახდის პირობა (დანართი N1);
  • პრეტენდენტი ვალდებულია ტენდერის დასრულებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს შემოთავაზებული სატენდერო წინადადების შესაბამისი ნიმუში. მისამართი: თბილისი, ლილო, იუმაშევის #14, სამუშაო საათები 10:00-18:00.

*შენიშვნა: უპირატესობა მიენიჭება იმ კომპანიის შემოთავაზებას, რომელის ანგარიშწორების პირობა იქნება 45 (ორმოცდახუთი) დღიანი კონსიგნაცია.

აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმეტები:

  • დანართი N1, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს, როგორც ხელმოწერილი, ისე Excel-ის ფორმატით;
  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.)

შენიშვნები:

  • შპს „ორი ნაბიჯი“ იტოვებს უფლებას არ შეისყიდოს სრულად ტენდერში წარმოდგენილი რაოდენობები ან /და თანამშრომელთა რაოდენობის მიხედვით მოცემულზე მეტი რაოდენობით შეისყიდოს.
  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ იტოვებს უფლებას მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ;
  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ მეილზე tenders@orinabiji.ge 2025 წლის, 25 იანვრის 18:00 საათის ჩათვლით.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნატო კობალავა
საკონტაქტო ნომერი: 599 11 77 88
ელ.ფოსტა:
nato.kobalava@orinabiji.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
  • 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება