22 იანვარი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT25007 - ტენდერი ლაბორატორიული რეაგენტების და სახარჯი მასალების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს მეგა-ლაბი კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორიაა. რომელიც აერთიანებს კლინიკურ და პათოლოგიურ დეპარტამენტებს. ლაბორატორია შექმნილია JCI (Joint Commission International) სტანდარტის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის უმაღლეს ორგანოს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ვაცხადებთ ტენდერს ლაბორატორიული სახარჯი მასალებისა და რეაქტივების შესყიდვის მიზნით და მონაწილეობისთვის ვიწვევთ შესაბამისი გამოცდილების მქონე კომპანიებს.
ტენდერის პირობები:
- წარმოდგენილ წინადადებაში (დანართი #1), გთხოვთ, მიუთითოთ თქვენს მიერ შემოთავაზებული რეაგენტებისა და სახარჯი მასალების დასახელება, ერთეულის ფასი, მწარმოებელი კომპანია, ქვეყანა.
- მისაწოდებელი საქონლის ღირებულება წარმოდგენილი უნდა დღგ-ს ჩათვლით, ყველა გადასახადის გათვალისწინებით (მათ შორის მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების ღირებულება);
- გამარჯვებულის გამოვლინების შემდეგ მომწოდებლის მიერ კონკრეტული დაკვეთით გათვალისწინებული რეაგენტების და სახარჯი მასალების ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს, თბილისში, სს მეგალაბის საწყობში (ქავთარაძის 23)
ტენდერში მონაწილეობა:
შესყიდვაში მონაწილეობის მიღების მიზნით, პრეტენდენტმა შემსყიდვლის მიერ მოთხოვნილი, სატენდერო წინადადება უნდა
წარადგინოს ელექტრონულად მეილის სახით შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე order@megalab.ge არაუგვიანეს 2025 წლის 22 იანვრის 18:00 საათისა.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოგვიდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია
- სრულყოფილად შევსებული ფაილი „ექსელის“ ფორმატში: შემოთავაზებული რეაგენტებისა და სახარჯი მასალების დასახელება, ერთეულის ფასი, მწარმოებელი კომპანია, ქვეყანა.
- ხელმოწერილი შეთანხმება კონფიდენციალურობაზე (დანართი #5).
- ხელმოწერილი აფიდავიტი დანართის №2 სახით; წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ.
პრეტენდენტმა ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში დამატებით უნდა წარმოადგინოს:
- სამეწარმეო რეესტრიდან განახლებული ამონაწერი(არაუმეტეს 1 კვირის).
- ცნობა იმის შესახებ რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია.
- გამრჯვების შემთხვევაში კომპანიამ უნდა წარმოადგინოს საბანკო დაწესებულების მიერ სველი ბეჭდით დადასტურებული ცნობა საბანკო რეკვიზიტების შესახებ.
- ტენდერში გამარჯვებულების შერჩევა განხორციელდება მათი გამოცდილებისა და შემოთავაზებული ფასების გათვალისწინებით.
საკონტაქტო პირი:
მარიამ მათეშვილი
ელ.ფოსტა: mmateshvili@megalab.ge
მობ: 595 527850
ტენდერის კატეგორია:
- 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები
- 33100000 სამედიცინო მოწყობილობები