27 იანვარი 2025, 15:00
სტატუსი:
მიმდინარეT25008 - ტენდერი SOC სერვისსზე და SIEM ხელსაწყოს შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „პაშა ბანკი საქართველო“ აცხადებს ღია ტენდერს SOC სერვისსზე და SIEM ხელსაწყოს შესყიდვაზე:
- Security Operations Center (SOC),(იხ. მიმაგრებული ფაილი);
- Security Information and Event Monitoring (SIEM), (იხ. მიმაგრებული ფაილი);
ჩვენ შესახებ:
პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდეტის გამოცდილება აღნიშნულ სფეროში უნდა აღემატებოდეს 3 წელს.
- ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა/პრეტენდენტებმა უნდა გამოაგზავნონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
ტენდერი წარმოდგენილია ორ ეტაპად:
I ტენდერში მონაწილე მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ:
- ხელმოწერილი კონფიდენციალურობის შეთანხმება (NDA, თანდართულია)
- ხელმოწერილი დანართი #2 და #3 (თანდართულია);
- სარეკომენდაციაო წერილები (სასურველია 3, ბოლო 1 წლის გაცემული)
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ
- მოთხოვნილ სერვისსა და ხელსაწყოზე მხოლოდ ტექნიკური ინფორმაცია;
1.გვსურს შემოგვთავაზოთ SIEM ხელსაწყო და SOC-ის ფუნქციაც, როდესაც ორივე თქვენ მხარესაა თავის სერვისით,
2.ასევე როცა SIEM ხელსაწყო ჩვენთანაა და SOC -ის ფუნქცია თქვენთან.
II პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემოთავაზება მიღებული ინფორმაციის საფუძველზე:
- სატენდერო წინადადება ქართულ ან ინგლისურ ენაზე (მომსახურების ტარიფები, პირობები, გადახდის სქემა სერვისსა და ხელსაწყოზე ცალ-ცალკე)
- ხელშეკრულების სამუშაო ვერსიას (დრაფტი).
- სერვისსა და ხელსაწყოზე მონაწილე კომპანიებმა გამოგვიგზავნეთ როგორც სათითაოდ შემოთავაზებული ფასი ერთ წელზე ასევე სამ წელზე,
სატენდერო შემოთავაზება და ტენდერთან დაკავშირებული კომუნიკაცია უნდა გამოიგზავნოს ელ-ფოსტაზე: tenders@pashabank.ge
სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდება ერთწლიანი ან სამწლიანი ხელშეკრულება.
შეფასების კრიტერიუმებია:
- შემოთავაზებული ფასი;
- პირობები
სატენდერო წინადადების მიწოდების პირობები:
- I ეტაპის სატენდერო წინადადების წარმოდგენის ვადა, რომელიც მოიცავს პირველად ტექნიკურ ინფომაციას 27 იანვარი, 2025წ. 15:00 საათი;
- II ეტაპის სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: გაცნობებთ ტექნიკური ინფორმაციის გავლის შემდგომ
დამატებითი ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდით:
ანა ქავთარაძე
შესყიდვების განყოფილება
სს „პაშა ბანკი საქართველო“
ტელ.: + 995 322 265 000
ელ-ფოსტა: tenders@pashabank.ge
ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად.
პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 50300000 პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები
- 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
- 72500000 კომპიუტერთან დაკავშირებული მომსახურებები
- 72800000 კომპიუტერის შემოწმება და ტესტირება