ჩაბარების ვადა:

27 იანვარი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T25012 - ტენდერი 4 ერთეული სატვირთო ავტომობილის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან 4 ერთეული სატვირთო ავტომობილი.

გთხოვთ იხილოთ დანართი N1, სადაც წარმოდგენილი ფასები უნდა იყოს მითითებული ლარში დღგ-ს ჩათვლით.

გთხოვთ იხილოთ დანართი N2, სადაც შეგიძლიათ იხილოთ სატვირთოს მანქანების ტექნიკური მოთხოვნა.

შემოთავაზებასთან ერთად გთხოვთ მოგვაწოდოთ მისამართები, ანუ მომსახურების წერტილები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით, ან გადმოაგზავნონ მეილზე tenders@orinabiji.ge 2025 წლის 27 იანვრის ჩათვლით ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება2025 წლის 27 იანვრის ჩათვლით
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში10 საათიდან 18 საათამდე

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • კომპანიის სრული დასახელება;
  • საკონტაქტო პირის სახელი და გვარი;
  • მისამართი;
  • ტელეფონი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, პროდუქციის დასახელება, სპეციფიკაცია, ერთეულის ფასი დღგ- ჩათვლით;
  • მიწოდების ვადა და პირობები;
  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია(სასურველია რეკომენდატორების მითითება).

შენიშვნები:

  • შპს ,,ორი ნაბიჯიუფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ;
  • შპს ,,ორი ნაბიჯიგამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
  • თუ პრედენდენტს არ შეუძლია გარკვეული ნაწილისა თუ სერვისის მოწოდება შეუძლია გამოტოვოს გრაფა.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:

რეკვიზიტები:
საკონტაქტო პირი: გიორგი ახალაია
ტელეფონი:  
+995 591 967 410
E-mail: Giorgi.akhalaia@orinabiji.ge
მისამართი: 2 ნაბიჯი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, თბილისი, 0113, საქართველო

ტენდერის კატეგორია:

  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები