29 იანვარი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT25013 - ტენდერი მზის პანელების და შესაბამისი აქსესუარების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ინსტიტუციური განვითარების პროექტის: „ევროპული ენერგოეფექტურობა საქართველოს, აზერბაიჯანისა და უკრაინასთან ურთიერთსასარგებლო პარტნიორობისთვის" (3E-Partnership, 101128576) ფარგლებში აცხადებს ღია ტენდერს მზის პანელების და შესაბამისი აქსესუარებისშესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.
ძირითადი მოთხოვნები: ყველა დაინტერესებული მხარე, რომელიც აპირებს მონაწილეობის მიღებას წინამდებარე ტენდერში, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- მზის პანელების და შესაბამისი აქსესუარების ვაჭრობის გამოცდილება ბოლო 2 წლის განმავლობაში;
- ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ ერთი მსგავსი კონტრაქტი.
სხვა მოთხოვნები:
- სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იქნას დანართ #1-ის შევსების გზით დღგ-ს გარეშე (პროექტი სარგებლობს საგადასახადო შეღავათით). ის ხარჯი, რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
- უპირატესობა მიენიჭება უკეთესი ფასის და სპეციფიკაციების მქონე სატენდერო წინადადებას.
შესყიდვის სავარაუდო მაქსიმალური ღირებულება:
ტექნიკა: 6 900 ევროს ექვივალენტი ლარში.
კონტრაქტის პირობები და ანაზღაურება:
- კონტრაქტის ფარგლებში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ტექნიკის მოწოდება 2025 წლის 14 მარტამდე.
- კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის სრული ანაზღაურება მოხდება ტექნიკის მიწოდებიდან და დამკვეთსა და კონტრაქტორს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში.
- ანაზღაურება მოხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.
- გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ წინამდებარე ტენდერის საფუძველზე შემოთავაზებული მზის პანელები და შესაბამისი აქსესუარები არაუგვიანეს 2025 წლის 14 მარტისა სრულად უნდა იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე.
შერჩევის კრიტერიუმები:
- შემოთავაზებების განხილვის პროცესში უპირატესობა მიენიჭება იმ სატენდერო წინადადებას, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნას და წარმოადგენს კონკურენტულ ფასს.
- არასრულად წარმოდგენილი სატენდერო წინადადება არ განიხილება.
პროცედურა: წინამდებარე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ყველა დაინტერესებული მხარე ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი სატენდერო დოკუმენტაცია:
- განცხადების ფორმა (იხილეთ ნიმუში);
- დანართი# 1 (ფასთა კვოტირების ფორმა; გაითვალისწინეთ, რომ ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარის ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს გარეშე).
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის გამოქვეყნების შემდეგ;
- ცნობა, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.
სატენდერო წინადადება ყველა ზემოთ ხსენებულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გამოიგზავნოს 2025 წლის 29 იანვრამდე შემდეგ ელ. მისამართზე: info@btu.edu.ge - სათაურით ტენდერი_3E-Partnership.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე: 3e-partnership@btu.edu.ge
ტენდერის კატეგორია:
- 09300000 ელექტროენერგია, გათბობა, მზისა და ბირთვული ენერგია