ჩაბარების ვადა:

7 თებერვალი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T25033 - ტენდერი შესაფუთი ცელოფნის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების დისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც 17 წელზე მეტია ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით ისეთი ბრენდების ექსკლუზიურ გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას, როგორიცაა თელიანი ველი, სნო, კობი, აისი, ყაზბეგი, Heineken, Lavazza, Medoff, Stolichnaya, და სხვა.

შესყიდვის პირობები

შესყიდვის ობიექტია პალეტის შესაფუთი ფირი (სტრეიჯი)

ტექნიკური მახასიათებლები: 

  • სიმაღლე - 50 სმ
  • წონა - 3კგ / 3.2კგ / 3.5კგ
  • სისქე - 23 მიკრონი/25 მიკრონი  
  • სავარაუდო შესყიდვის რაოდენობა 2025 წელს - 45-50 ტონა 

სხვა პირობები: 

მიწოდების ვადა: შეკვეთის მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს შეკვეთის განთავსებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში;

  •          გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მიიღოს შეკვეთა უშუალოდ ელ. ფოსტის საშუალებით და მოახდინოს შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება;
  •          კომპანია იტოვებს უფლებას, ტენდერის დასრულებიდან 1 თვის ვადაში გამოაცხადოს გამარჯვებული.
  •       შეკვეთა მოხდება ყოველთვიურად;
  •       ნიმუშების წარდგენა სავალდებულოა და  უნდა მოხდეს მონაწილის ხარჯებით;
  •       ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით
  •       შესყიდვის პერიოდი: 15.02.2025 – 31.12.2025

 სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადა 07.02.2025 18:00 საათი;

 წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:

  •      გაკოტრების პროცესში;
  •       ლიკვიდაციის პროცესში;
  •       საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში

 მიწოდება უნდა განხორციელდეს ქალაქ თბილისში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ისაკიანის ჩიხი N1; 

გადახდის პირობა:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  •  თქვენი კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
  •  ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ტენდერის დასახელება;
  • კომერციული წინადადება

 *შენიშვნა: შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი და წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით.

  •  საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  •  ბოლო 3 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
  •  წარწერა: "კონფიდენციალურია";
  •  გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი. ისაკიანის ჩიხი #1. შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო პირი: მარიამ კვარაცხელია 
მის.: საქართველო, თბილისი, ისაკიანის #1 
ელ. ფოსტა: m.kvaratskhelia@gdl.ge
ტელ.: +995 551 59 63 06 

საკონტაქტო პირი: ვასილ ბეშკენაძე 
მის.: საქართველო, თბილისი, ისაკიანის #1 
ელ. ფოსტა: v.beshkenadze@gdl.ge
ტელ.: +995 551 31 20 97 

ტენდერის კატეგორია:

  • 19600000 ტყავის, ტექსტილის, რეზინისა და პლასტმასის ნარჩენი
  • 18900000 საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები