ჩაბარების ვადა:

29 იანვარი 2025, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

T25034 - ტენდერი გარდაბნის სარემონტო სამსახურის საჭიროებისთვის ბრინჯაოს სხმულების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს გარდაბნის სარემონტო სამსახურის საჭიროებისთვის ბრინჯაოს სხმულების შესყიდვაზე, #16/01-GIEC-TPP/BronzeBar-25 .

მომსახურების/სამუშაოს აღწერა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გარდაბნის სარემონტო სამსახურის საჭიროებისთვის ბრინჯაოს სხმულების შესყიდვა (იხილეთ ფასების ცხრილი)

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • ომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • პროდუქტის ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები;
  • მასალას უნდა მოჰყვეს სერიფიკატი, როგორც ქიმიურ შემადგენლობაზე, ასევე
  • ფიზიკურ-მექანიკურ მახასიათებლებზე.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • კომპანიის გამოცდილების დადასტურება ანალოგიური პროდუქციის მიწოდების თაობაზე(არანაკლებ 1 წელი).

აუცილებელი პირობები:

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ გარდაბნის სარემონტო სამსახურის საჭიროებისთვის შესასყიდი ბრინჯაოს სხმულების ფასების ცხრილი, რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (დანართი N1).

შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი N2ა. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „ბრინჯაოს სხმულები“ და ნომერი - #16/01-GIEC-TPP/BronzeBar-25, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: თამარა დვალიშვილი; ტელ: 557 77 88 85.

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის, 29 იანვარი, 17:00 სთ

შეთავაზების ვალუტა: ლარი.

მიწოდების ვადა: არაუმეტეს 45 დღისა.

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები