ჩაბარების ვადა:

29 იანვარი 2025, 12:00

სტატუსი:

მიმდინარე

T25048 - ტენდერი ინსტრუმენტების შეძენასა და მოწოდებაზე 2025 წლისთვის

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,ბათუმის ნავთობტერმინალი აცხადებს ტენდერს ინსტრუმენტების შეძენასა და მოწოდებაზე 2025 წლისთვის.

მისამართი: საქართველო, ქ. ბათუმი, წმინდა სევერიან აჭარელის ქ. #4 გ

სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების მეთოდი: დალუქულ კონვერტში, მისამართზე ქ. ბათუმი, სევერიან აჭარელის 4 (ძველი მაიაკოვსკის ქუჩა)

პოტენციურმა მიმწოდებელმა/შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი (მისი არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოადგილე) სატენდერო წინადადება, დადასტურებული ორგანიზაციის ბეჭედით (მისი არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას და დოკუმენტებს:

  • ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული ტენდერში მონაწილეობის განაცხადი (ტენდერში მონაწილეობის განაცხადის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე)
  • ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული კომერციული წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს პოტენციური მიმწოდებლის ყველა ფაქტობრივ ხარჯს, რომელიც წარმოადგენს მიწოდებული საქონლის, სამუშაოების და მომსახურების საბოლოო ფასს, მათ შორის თანმხლები მომსახურების ღირებულებას, დღგ-ს გათვალისწინებით (თუ დღგ-ს გადამხდელია);
  • ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული „ტექნიკური დავალება“
  • სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის ასლი (განახლებული, გაცემული მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სატენდერო განაცხადის გახსნამდე არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა)
  • ცნობა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ (განახლებული, გაცემული მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სატენდერო განაცხადის გახსნამდე არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა)
  • ცნობა დავალიანების არქონის შესახებ (განახლებული, გაცემული მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სატენდერო განაცხადის გახსნამდე არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა)

ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და/ან რუსულ ენებზე.

გამოცხადების თარიღი: 16.01.2025 წ.

წინადადებების მიღების საბოლოო თარიღი: 29.01.2025 წ. / 12:00 სთ

ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება შესყიდვების შედეგების ოქმში მითითებულ ვადებში, მაგრამ არა უგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა შესყიდვების ოქმის ხელმოწერიდან.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი"-ის შესყიდვებისა და კონტრაქტების განყოფილებას. ელექტრონული მისამართზე; MtseralishviliD@batumioilterminal.com მობილური: +995 577374040.

პოტენციური მიმწოდებლის/შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი წინადადება წარმოადგენს თანხმობას განახორციელოს შემკვეთის მიერ ტექნიკურ სპეციფიკაციაში (ტექნიკური დავალება/ დანართი) მითითებული საქონლის/სამუშაოების/მომსახურების შესრულება.

პოტენციური მიმწოდებელი/შემსრულებელი ვალდებულია წარადგინოს კომერციული წინადადება, საიტზე განთავსებული საკონკურსო დოკუმენტაციის მიმართ მოთხოვნების შესაბამისად: www.batumioilterminal.com

ტენდერის კატეგორია:

  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
  • 42600000 ჩარხები
  • 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები
  • 44500000 ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები, ჭაჯვები და ზამბარები/რესორები