ჩაბარების ვადა:

31 იანვარი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T25061 - ტენდერი საწვავის შესყიდვაზე

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 20 იანვარი 2025 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს "საქართველოს კლინიკები" აცხადებს ტენდერს საწვავის შესყიდვაზე.

1.1 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

საწვავის შესყიდვა განხორციელდება დანართი N1-ის მიხედვით განსაზღვრული სავარაუდო წლიური მოცულობების შესაბამისად.

შენიშვნა: წარმოდგენილი მოცულობები მხოლოდ საორიენტაციოა, და შემსყიდველი იტოვებსუფლებას, არ გამოიყენოს სრულად ელექტრონული ტენდერის მიერ განსაზღვრული რაოდენობები.

1.2 განფასება
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასდაკლების ოდენობა (ლარში), რომელიც აღსანიშნავია საცალო რეალიზაციის ქსელში არსებულ ერთეულის ფასთან მიმართებაში, დანართი N1-ისმიხედვით, (ექსელის ფორმატში.)

მოთხოვნები:

  • მიმწოდებელი ვალდებულია უსასყიდლოდ უზრუნველყოს საწვავის ბარათების დამზადება და გადაცემა,
  • ყოვეთვიურად მინიმუმ 30 ცალი სედანის, 12ცალი ჯიპის 50 ცალი სატვირთოს რეცხვის ტალონის გადაცემა უსასყიდლოდ, რაც ხელს შეუწყობს ავტოპარკის ეფექტურ და მუდმივ მოვლას.
  • ონლაინ მართვის მოდული, რომელიც უზრუნველყოფს მყიდველს შეუფერხებელ მონიტორინგსა და უკეთეს სამსახურს.

1.3 საქონლის მიწოდების (ხელშეკრულების) მოქმედების ვადა

ხელშეკრულება გაფორმდება 2025 წელს, ტენდერის დასრულებისა და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ერთი წლის ვადით.

1.4 ანგარიშსწორების პირობები

ანგარიშსწორება განხორციელდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით საქონლის მიწოდებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში.

1.5 მონაცემები, რომლებიც უნდა შეავსოს პრეტენდენტმა ელექტრონულ ტენდერში

  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის მიხედვით)
  • შემოთავაზებული საქონლის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები.
  • მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე ინფორმაცია (ავტოგასამართი სადგურების ლოკაციები დარაოდენობა საქართველოს მასშტაბით)
  • სამრეცხაო სადგურების შესახებ ინფორმაცია

1.6 ხელშეკრულების გაფორმება

ხელშეკრულება გაფორმდება თითოეულ შემსყიდველ კომპანიასთან ცალ-ცალკე სატენდერო პირობების გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს ინდივიდუალურ მიდგომას თითოეული პარტნიორისთვის.

1.7 სხვა მოთხოვნები

  • ფასები უნდა წარმოდგენილი იყოს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი) დამოიცავდეს ყველა ხარჯს, მათ შორის დღგ-.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეცვალოს ტენდერის პირობები ან შეწყვიტოს ტენდერი ნებისმიერი მომენტში.
  • ტენდერის გამარჯვებულს გამოავლენს სატენდერო კომისია და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილეს, რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალობას და სამართლიანობას.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 31 იანვრის 18:00 საათისა
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში 

საკონტაქტო ინფორმაცია: 

საკონტაქტო პირი:  ზურაბ ბეროშვილი
ტელეფონი: 571 75 71 52
ელ. ფოსტა: zberoshvili@clinics.ge
ელ. ფოსტა: Nonmedical_procurements@vian.health

ტენდერის კატეგორია:

  • 09100000 საწვავი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    20 იანვარი 2025 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა