31 იანვარი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT25075 - ტენდერი დედოფლისწყაროს კირქვის კარიერიდან კირქვის ტრანსპორტირებაზე ქართული ცემენტის კასპისა და რუსთავის ცემენტის ქარხნებში
ტენდერის აღწერილობა:
შპს ქართული ცემენტი აცხადებს ტენდერს დედოფლისწყაროს კირქვის კარიერიდან კირქვის ტრანსპორტირებაზე ქართული ცემენტის კასპისა და რუსთავის ცემენტის ქარხნებში.
თვითმცლელებზე დედოფლისწყაროში კირქვის დატვირთვა მოხდება ყოველ დღე (გარდა ოფიციალური სადღესასწულო დასვენების დღეებისა) დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე.
გადასაზიდი ტვირთის სავარაუდო წლიური მოცულობა არის 250,000.00 – 300,000.00 ტონა.
მანძილი დედოფლისწყაროდან კაპის მიმართულებით შეადგენს 190 კმ-ს, ხოლო რუსთავის მიმართულებით 130 კმ-ს.
კასპის ცემენტის ქარხანა - კასპი, ფარნავაზის ქ.#2
რუსთავის ცემენტის ქარხანა - რუსთავი, მშენებელთა ქ.#70
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დაინტერესებული კომპანიები ტენდერში მონაწილეობის მისაღებად უნდა დარეგისტრირდნენ ქართული ცემენტის ელექტრონულ პლატფორმაზე როგორც მომწოდებლები და გაიარონ წინასწარ კვალიფიკაცია/შეფასება.
- პირველ ეტაპზე, კომპანიებმა უნდა გამოაგზავნონ კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო ინფორმაცია, ქვემოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და მოთხოვნების შესაბამისობასთან მზადყოფნის დასტური შემდეგ ელექტრონულ მისამართზე George.lobjanidze@cement.ge
- ტენდერი ჩატარდება ,,ქართული ცემენტის“ ელექტრონული ტენდერების პლატფორმის საშუალებით. ტენდერში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც გაივლიან შეფასებას და წინასწარი კვალიფიკაციის ეტაპს.
კომპანიის მინიმალური მოთხოვნები:
- კომპანია უნდა იყოს სატრანსპორტო სფეროში მოღვაწე;
- უნდა გააჩნდეს საკუთრებაში ნაყარი ტვირთის გადასაზიდი სატვირთო მანქანები;
- 1 მლნ ლარი ბრუნვის დამადასტურებელი საბუთი კალენდარული წლის განმავლობაში, გაცემული მომსახურე ბანკიდან.;
- კომპანიას შესაძლოა დაევალოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკებიდან ერთ-ერთის მიერდადასტურებული „performance guaranty“ (საბანკო გარანტია) წარმოდგენა 500 000 ლარის ოდენობით. გარანტიაძალაში უნდა იყოს გაცემიდან 1 წლის განმავლობაში;
- სარეკომენდაციო წერილები;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და საკონტაქტო ინფორმაცია;
- კომპანიას უნდა ჰყავდეს შრომისა და ჯანმთელობის დაცვის მენეჯერი.
სატვირთო მანქანებზე მინიმალური მოთხოვნები:
- სატვირთო მანქანები ადაპტირებული უნდა იყვნენ კირქვის გადაზიდვებზე;
- მოთხოვნიშ შემთხვევაში აღჭურვილი უნდა იყვნენ გადასაფარებელი ტენტებით;
- დატვირთვა დასაშვებია არაუმეტეს სატვირთო მანქანის ტექნიკურ პასპორტში მითითებული მაქსიმალური დატვირთვისა.
შერჩეულ კომაპნიებთან მოხდება ვიზიტები. საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება და გასაუბრება.
კომპანიებმა ტენდერში მონაწილეობის მიღებაზე მზაობა უნდა გამოთქვან (ელექტრონული ფოსტით გამოგზავნონ შეტყობინება და მოთხოვნილი ინფორმაცია) არა უგვიანეს 31 იანვრისა.
კომერციული წინადადებების პორტალზე ატვირთვის საბოლოო ვადაა 07.02.2025 15:00 სთ.
ელექტრონულ პლატფორმაზე მოწოდებული ფასები უნდა იყოს ფიქსირებული ლარში, უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო ხარჯს და გადასახადს რაც დაკავშირებული იქნება 1 ტონა კირქვის ტრანსპორტირებასთან გარდა დღგ-ს გადასახადისა.
გამარჯვებულ კომპანიებთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება.
ტენდერის კატეგორია:
- 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები