29 იანვარი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT25085 - ფასთა გამოკითხვა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს "კონსტრუქცია" აცხადებს ფასთა გამოკითხვას სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებზე.
- ჰიდროიზოლაციის მოწყობის სამუშაო 1000 მ2-მდე.
- ბეტონის ფუნდამენტის და იატაკის სამუშაო 1000 მ2.
- სველი წერტილების და გასახდელის მოწყობა
- შენობის ფასადის რემონტი ალუმინის კომპოზიტური პანელით 500 მ2
- შენობის ფასადის რემონტი შეღებვით 600 მ2
ფართობი მიახლოებითია და დაზუსტდება. ობიექტის მისამართი: რუსთავი, მაზნიაშვილის ქუჩა 2.
კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადაა: 29 იანვარი.
სამუშაოების დაწყების თარიღი: 3 თებერვალი
ყველა ტენდერზე საჭირო მასალა მოწოდებული იქნება დამკვეთის მიერ. შემსრულებელმა უნდა დათვალოს მარტო შრომის ანაზღაურების ფასი. დეტალური ინფორმაციისთვის და ობიექტის შესაფასებლად შესაძლებელია ადგილზე ვიზიტი. კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
- სამუშაოების განფასება ( შესაძლებელია როგორც მთლიანი ასევე სამუშაოების გარკვეულ ნაწილზე)
- ანგარიშსწორების პირობა;
- მომსახურების განხორციელების ვადები;
- ინფორმაცია ანალოგიურ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
- რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები
კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.
კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის ელექტრონულ მისამართზე: constructionltd.purchasing@gmail.com
საკონტაქტო ინფორმაცია : 577947779
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები