30 იანვარი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T25107 - ტენდერი ჩასაძირი ცენტრიდანული ტიპის ფეკალური ტუმბო სადგურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002), აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ჩასაძირი ცენტრიდანული ტიპის ფეკალური ტუმბო სადგურების შესყიდვაზე.
1.2 შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:
21 კომპლექტი ჩასაძირი ცენტრიდანული ტიპის ფეკალური ტუმბო სადგური
განსაკუთრებული მოთხოვნა:
ჩასაძირი ცენტრიდანული ტიპის ფეკალური ტუმბო სადგურების სრული კომპლექტი უნდა შეიცავდეს შემდეგ აგრეგატებს:
- 2 ერთეული ცენტრიდანული ტიპის ჩასაძირი ტუმბო შემდეგი მახასიათებლებით: წარმადობა არანაკლებ Q=10 მ3/სთ-ში; აწევის სიმაღლე არანაკლებ H=7m; სიმძლავრე - არანაკლებ 220 ვოლტი;ძრავის დაცვის კლასი IP68; კაბელის მინიმალური სიგრძე - 10მ; ტუმბოს კორპუსი - უჟანგავი ლითონი ან კოროზიის მიმართ მედეგი საღებავით დამუშავებული; მუშა თვალი (იმპელერი) - უჟანგავი ლითონი
- 1 ერთეული რეზერვუარი გადასაქაჩი სითხისათვის: მინიმალური მოცულობა 280 ლტ;
- 1 ერთეული დაცვისა და მართვის ფარი
ასევე ტუმბო სადგურის კომპლექტაციაში უნდა შედიოდეს ზემოთმოცემული მახასიათებლების მქონე სატუმბო სადგურის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ნაწილები: ურდულები, უკუსარქველები, ტივტივები, სუნის გასანეიტრალებელი ნახშირის ფილტრები და ა.შ.
შენიშვნა: სასურველია უკუსარქველები და ურდულები ავზში იყოს განთავსებული. მოთხოვნა არ არის სავალდებულო.
1.3 განფასება:
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.
1.4 საქონლის მიწოდების დრო და ადგილი:
- მიწოდების დრო: გთხოვთ მიუთითეთ ექსელის ფორმატში
- მიწოდების ადგილი: თბილისი, წყალსადენის ქ. N7
1.5 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:
საგარანტიო ვალდებულება: მხარეების მიერ მიწოდებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან მინიმუმ 24 (ოცდაოთხი) თვე.
1.6 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:
პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური პროდუქციის იმპორტის გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).
მწარმოებელ კომპანიას უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტის წარმოების მინიმუმ 10 წლიანი უწყვეტი გამოცდილება და სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატები.
1.7 ანგარიშსწორების პირობები:
ანგარიშსწორება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
1.8 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:
- ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად) განსაკუთრებული მოთხოვნების გათვალისწინებით;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს საქონელზე მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტაცია/სერტიფიკატები: ტექნიკური პასპორტი, მოხმარების სახელმძღვანელო, წარმოშობის სერტიფიკატი და სხვ.
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
- წინამდებარე დოკუმენტი ხელმოწერილი და დასკანერებული ან ელ ხელმოწერით დადასტურებული თუ პრეტენდენტი ეთანხმება ყველა პირობას
1.9 ხელშეკრულების გაფორმება:
წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
1.10 სხვა მოთხოვნა:
- წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში;
- ლიკვიდაციის პროცესში;
- საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში. - ფასების წარმოდგენა დასაშვებია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი), ევროში ან ამერიკულ დოლარში. ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) უფლებას იტოვებს თვითონგანსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებსტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
- შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე. შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ203826002)) არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ელექტრონულ ფოსტაზე: kchkheidze@gwp.ge
შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) მხრიდან.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის , 30 იანვარი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: N/A
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ტენდერში მონაწილეობა უფასოა
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთთანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ქეთევან ჩხეიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: kchkheidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1114); 595 25 74 58
საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1303)
შენიშვნა: თუ წინამდებარე მოწვევა გაგზავნილია ელექტრონული ფოსტით მონაწილე კომპანიასთან, მონაწილემ, მისი კონკურსში მონაწილეობის შესახებ თანხმობა და წინამდებარე დოკუმენტის გაცნობის დასტური უნდა გამოაგზავნოს ელექტრონული ფოსტით.
Data Processing Disclaimer:
პასუხისმგებელი პირი: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნებისთვის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, სათავო ოფისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. N10, თბილისი 0179, საქართველო; საკონტაქტო ელ-ფოსტა: pdpo@gwp.ge. მონაცემთა დამუშავების მიზანი: მესამე მხარის შესახებ ღია-წყაროებზე დაყრდნობით ანალიზის ჩატარება, რათა შეფასდეს მესამე მხარესთან პოტენციური ურთიერთობისას შესაბამისობის რისკები. ლეგიტიმაცია: პროფესიული ან/და კომერციული ურთიერთობა. მიმღებები: თქვენი მონაცემები არ გადაეცემა რომელიმე მესამე მხარეს, გარდა კანონიერი ვალდებულების ან უფლების შემთხვევისა. შენახვა: თქვენი მონაცემები ინახება კომპანიის შეფასებისთვის საჭირო დროის და სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ თქვენი პერსონალური მონაცემები დაიბლოკება კანონმდებლობით დაშვებული ვადით. როგორც კი ხსენებული ვადები ამოიწურება, არსებული ინფორმაცია განადგურდება. უფლებები: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მონაცემებზე წვდომის, მონაცემთა გასწორების, განახლების, წაშლის, დამუშავების შეზღუდვის ან აკრძალვის უფლებით, ასევე გააუქმოთ გაცემული თანხმობა წერილობითი მიმართვის მაიდენტიფიცირებელი გრიფით „მონაცემთა დაცვა“ გაგზავნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10, თბილისი 0179, საქართველო, ან ელექტრონული ფოსტის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: pdpo@gwp.ge, რომელშიც უნდა მიუთითოთ ის უფლება, რომელსაც ახორციელებთ და რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს თქვენ მიერ (ფიზიკურად ან ელექტრონულად). თუ ვერ ხერხდება თქვენი ვინაობის დადგენა, შეიძლება ჩვენი მხრიდან დამატებით მოთხოვნილ იქნას ინფორმაცია, მათ შორის, და არა მხოლოდ თქვენი პირადობის მოწმობის ასლი. პრეტეზნიის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ მიმართონ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (www.personaldata.ge).
ტენდერის კატეგორია:
- 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა