ჩაბარების ვადა:

4 თებერვალი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T25113 - ტენდერი პოლიკლინიკების საკანალიზაციო სისტემის მომსახურების შესყიდვაზე

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 24 იანვარი 2025 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს ევექსი („შემსყიდველი“) აცხადებს ტენდერს პოლიკლინიკების საკანალიზაციო სისტემის  მომსახურების შესყიდვაზე.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განმარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ პირ/ებ/თან გაფორმდება ხელშეკრულება. მომსახურების ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს, როგორც სს ევექსთან ისე მის შვილობილ/აფილირებულ კომპანიებთან, რომლებსაც თავად შემსყიდველი მიუთითებს. ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება 12 თვის ვადით. 

­­შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2025 წლის  05 თებერვალს 18:00 საათამდე.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას წარმოდგენილი პირობების შესაბამისად.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში: 

  • ტენდერის გამოცხადება: 23 იანვარი 2025
  • სატენდერო წინადადებების მიღების დასრულება: 05  თებერვალი 2025
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა: 18 თებერვალი 2025
  • ხელშეკრულების გაფორმება: 21 თებერვალი  2025

 შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.

 ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.

 ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის, ფინასური ასუხისმგებლობის დაკისრებას შემსყიდველისათვის.

 შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე. 

 ტენდერის დასრულების თარიღის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი არაა ვალდებული მიღებულ სატენდერო წინადადებაზე აწარმოოს მოლაპარაკება ან განათავსოს შეკვეთა ასეთი წინადადების წარმდგენ პრეტენდენტთან.

 იმ შემთხვევაში, თუ წარმატებული პრეტენდენტი ვერ შეძლებს სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი პირობების დაცვას, შემსყიდველი უფლებამოსილია გაუქმოს შეკვეთა/კონტრაქტი შერჩეულ კომპანიასთან საჯარიმო სანქციების გარეშე შემსყიდველის მიმართ, და გადასცეს დაკვეთა სხვა პრეტენდენტს ან გაუქმოს ტენდერი.

 სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ ის გაეცნო ტენდერის ყველა მოთხოვნას და ვალდებულია დაიცვას ყველა ეს პირობა, შემსყიდველის მხრიდან სატენდერო წინადადების მიღების შემთხვევაში. სატენდერო წინადადების მომზადებასთან და წარდგენასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება პრეტენდენტს, მიუხედავად იმისა, რომ მიღებული იქნება ეს წინადადება თუ არა დამკვეთის მხრიდან. 

2. ტენდერით შესასყიდი მომსახურების/საქონლის აღწერილობა / სპეციფიკაციები:

შერჩეულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სს ევექსის პოლიკლინიკების საკანალიზაციო სისტემის მომსახურება მოთხოვნის საფუძველზე.

მოთხოვნილი მომსახურების აღწერა:

  •  ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ ყოველ კონკრეტულ გამოძახებაზე მოახდინოს სასწრაფო რეაგირება გადაუდებელ შემთხვევაში - გამოძახებიდან არა უგვიანეს 1 საათში
  • გადაუდებელი ვიზიტის შემდგომ გასაწევი მომსახურების ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა უნდა უზრუნველყოს არა უგვიანეს 1 კალენდარული დღის ვადაში
  • ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებელსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში დეფექტური აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურებ(ებ)ის ჩამონათვალი.
  • მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში (თუ მომსახურება არ არის გაწეული სრულყოფილად) მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მისი გამოსწორება (გაწიოს საჭირო მომსახურება) არაუგვიანეს 1 (ერთი) კალენდარული დღის ვადაში.
  • თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ განფასების ცხრილში არ არის გათვალისწინებული იმ მომენტისათვის საჭირო მომსახურება, აღნიშნული ერთეულ(ებ)ის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება მხარეთა შორის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში ფასების ცხრილით განსაზღვრული მომსახურების რომელიმე ერთეულ(ებ)ის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ საბოლოოდ წარმოდგენილი განფასების ჯამური ღირებულების 10%-ს.
  • ასენიზაციის სატუმბი სპეციალიზირებული მანქანით მომსახურეობა გულისხმობს: მანქანის გასაჩერებელი მოედნიდან არანაკლებ 8 მეტრით დაშორებული და არანაკლებ 3 მეტრი სიღრმის საკანალიზაციო ჭიდან ნარჩენების სრული რაოდენობის ამოტუმბვას და ტერიტორიიდან გატანას;
  • საკანალიზაციო ქსელის წყლის ჭავლით გარეცხვა გულისხმობს: მაგისტრალური ჰორიზონტალური საკანალიზაციო მილების გაწმენდას სპეციალური მანქანის გამოყენებით, მაღალი წნევის წყლის ჭავლის საშუალებით (არანაკლებ 650 ლ/წთ), ერთჯერადად არანაკლებ 50 მეტრი სიგრძის გაწმენდის შესაძლებლობით;
  • საკანალიზაციო ჭის მექანიკური ამოწმენდა გულისხმობს: შემკრებ და გამანაწილებელ საკანალიზაციო ჭაში დალექილი მკვრივი ნივთიერებების სრულ ამოწმენდას - სპეციალური შესაძლებლობების მქონე მანქანით (გარემო პირობებიდან გამომდინარე მანქანის სატუმბი შლანგის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 25 მ, სიმძლავრე არანაკლებ 3000 ლ/წთ) ან სხვა მექანიკური საშუალებებით;
  • საკანალიზაციო ქსელის ვიდეო თვალით დათვალიერება გულისხმობს: საკანალიზაციო ქსელის ვიდეო თვალით დათვალიერებას, მათ შორის თვითმავალი რობოტის გამოყენებით, რათა განისაზღვროს ქსელის დიამეტრი; დაზიანების მონაკვეთები და მანძილიდან გამომდინარე ქსელის პროცენტული დახრილობა - რის შესახებაც უნდა შედგეს ინსპექტირების დიაგნოსტიკური დოკუმენტი (მათ შორის CD დისკი);
  • მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების მსვლელობის დროს გაითვალისწინოს და დაიცვას უსაფრთხოების ნორმები.

პოლიკლინიკების  ჩამონათვალი ლოკაციების მიხედვით იხილეთ თანდართულ ფაილში.

დანართი № 1- ში მოცემული მოთხოვნებისა მიხედვით წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო განფასება. განფასებაში მითითებული უნდა იქნას 1 ერთეულის (1 ჭა/ 1 სველი წერტილი) მომსახურების საფასური. გეგმიური წმენდის ჯერადობა წლის ჭრილში განისაზღვრება 4 ჯერ. 

იმ შემთხვევაში, თუ გაწეული მომსახურების დასრულების შემდეგ 24 საათის მანძილზე დაფიქსირდება იგივე სახის ტექნიკური პრობლემა/წუნი შემსრულებელი მოთხოვნით განსაზღვრულ ვადაში აღმოფხვრის ხარვეზს უსასყიდულოდ. 

მიმწოდებელი პასუხისმგებელია საკუთარი და ქვეკონტრაქტორის პერსონალის მხრიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, როგორც სამუშაო ასევე ტრანსპორტირების და ტექნიკის ექსპლუატაციის პროცესში. ტენდერში შერჩეული კომპანია განახორციელებს საკუთარი პერსონალის ინსტრუქტაჟს, ტრეინინგსა და შრომისა და უსაფრთხოების ეკიპირებით აღჭურვას.

1.შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ:

ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით. 

სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის პირობებში.

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • კომპანიის გამოცდილება / სანდოობა
  • მოთხოვნით განსაზღვრული მომსახურების უზრუნველსაყოფად პერსონალის რაოდენობა, კვალიფიკაცია და შესამისი ტექნიკა
  • შესყიდვის ფასი, ვალუტა-ლარი კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის გათვალისწინებით
  • გადახდის პირობა (მოთხოვნილი გადახდის პირობის შესაბამისობა)
  • ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისობა - მომსახურების პირობები და ვადები 

2. სატენდერო წინადადების ფორმატი

პრეტენდენტების მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი ფორმატით:

1) ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ- კომპანიის ზოგადი აღწერა, საიდენდიფიკაციო კოდი, იურიდიული და ფაქტიური მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, თანამშრომლების რაოდენობა, ტენდერის მოთხოვნის შესრულებაში ჩართული თანამშრომლების რაოდენობა ფუნქცია მოვალეობის მიხედვით, კვალიფიკაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, მოთხოვნის მიხედვით;
2) გამოცდილება:
ა) შესრულებული სამუშაოების ზოგადი ჩამონათვალი: ბოლო 3 წლის მანძილზე მსგავსი პროექტების ჩამონათვალი (დასრულებული და მიმდინარე), კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
ბ) შემოთავაზებული ქვე-კონტრაქტორები (არსებობის შემთხვევაში)- კომპანიის დასახელება და ინფორმაცია, სამუშაო მოცულობა/აღწერა რომელისაც ქვე-კონტრაქტორი შეასრულებს;
3) კომერციული წინდადება: ფასები წარმოდგენილი უნდა იქნას ლარში, დამატებითი ღირებულების ჩათვლით, ფასი უნდა შეიცავდეს გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისა და სავალდებულო შენატანების ჩათვლით. განფასების ცხრილი წარმოდგენილია დანართ№1-ში. განფასება ატვირთული უნდა იყოს როგორც ხელმოწერილი ვერსიით, ასევე ექსელის ფორმატით. პრეტენდენტი უფლებამოსლია წარმოადგინოს განფასება როგორც ერთ, ასევე ორივე ლოტზე.
გადახდის პირობა: მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით თვეში ორჯერ (მიმდინარე კალენდარული თვის მესამე და მეოთხე კვირას), შესაბამისი მიღება ჩაბარების აქტების საფუძველზე.
4) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იურიდიული პირის განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
5) პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი დანართი #2-ის სახით;
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვემო დოკუმენტაცია დამატებითი მოთხოვნის საფუძველზე
6) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ; 
7) ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
8) მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი მსგავსი ტიპის პროექტზე;

ყველა მოცემული დანართის შევსება პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა. პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დანართი/დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 1 სამუშაო დღეზე მეტი ვადით.

3. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია:

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში; 
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    -  სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს;
    - ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.

4. კონფიდენციალურობა:

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

5. სატენდერო წინადადების წარდგენა:

პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2025 წლის 04 თებერვალს 18:00 საათამდე.

სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 4 თებერვალი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:  l.zhvania@evex.ge  njokhadze@evex.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    24 იანვარი 2025 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა