4 თებერვალი 2025, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T25132 - ტენდერი 2500 ერთეული UPS-ის აკუმულატორის შესყიდვასა და ინსტალაციაზე
ტენდერის აღწერილობა:
საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს 2025 წლის განმავლობაში 2500 ერთეული UPS-ის აკუმულატორის შეძენა/ინსტალაციაზე.
მოწოდება უნდა განხორციელდეს 2025 წლის განმვალობაში 3 ეტაპად 833 ერთეულის ოდენობით. ბანკის მოთხოვნიდან არაუმეტეს 60 კალენდარული დღის ვადაში.
გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი გენერალური ხელშეკრულება.
პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია
პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური საქონლის მიწოდებისა და ინსტალაციის გამოცდილება შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, საერთო ღირებულებით არანაკლებ 1 000 000 ლარის ოდენობით, მათ შორის უნდა გააჩნდეს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 300 000 ლარის ანალოგიური სამუშოების შესრულების გამოცდილება, რაზეც უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებების და ამ სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (სამუშაოების შესრულების აქტი, ან/და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა). იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიური გამოცდილება რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლოა მითითებულ იქნას სისტემის მიერ მინიჭებული NAT/SPA/CMR ნომერი.
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
- სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს აკუმულატორების დეტალური სპეციფიკაციები.
- შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 40 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ მოკლე ინფორმაცია, განხორცილებული პროექტებისა და კლიენტების შესახებ.
შეფასების კრიტერიუმები:
- კომერციული შეთავაზება (ფასი)
- შემოთავაზებული აკუმულატორების წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი კომპანია, ტექნიკური მახასიათებლები
- მიწოდების ვადა
- კომპანიის ანალოგიურ გამოცდილებას
კომპანიამ უნდა სისტემაში უნდა ატვირთოს განფასებული ფასების ცხრილი, N1,N2 ასევე შემოთავაზებული აკუმულატორების ტექნიკური დოკომენტაცია.
კომპანიას უნდა ჰყავდეს შესაბამისი სერთიფიცირებული ინჟინრები, რომლებიც განახორციელებენ აკუმულატორების ადგილზე ინსტალაციას.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, კანადაში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში ნაწარმოებ პროდუქციას.
წინამდებარე ტენდერი არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებას, მოცემული რაოდენობები შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნის შესაბამისად.
ბანკმა შესაძლებელია ხელშეკრულება გააფორმოს ორ სხვადასხვა მომწოდებელთან აკუმულატორების მოწოდების და მათი შემდგომი ინსტალაციის მიმართულებით.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 4 თებერვალი, 17:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
აკუმულატორების ტექნიკურ საკითხებზე გთხოვთ დაუკავშირდით:
გიორგი
577 102 917
ბექა მუმლაძე
551462003
b.mumladze@bog.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 31400000 აკუმულატორები, დენის პირველადი წყაროები და პირველადი ელემენტები