ჩაბარების ვადა:

10 თებერვალი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T25148 - ტენდერი მაღაზიის თაროების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს მაღაზიის თაროების შესყიდვაზე.

პროდუქტის აღწერილობა :

  • მასალა: მეტალი;
  • ფერი: შეთანხმებით (RAL 7042);
  • თაროს სიგანე: 100 სმ ;
  • მაღაზიაში გამოიყენება 2 ტიპის თარო:
    - კედლის ცალმხრივი თარო - სიმაღლე 2,0 მეტრი
    - 2 ორმხრივი თარო - სიმაღლე 1,65 მეტრი

*თაროს სიმაღლე არის საორიენტაციო, დასაშვებია მცირედი ცვლილება.

დამატებით სპეციფიკაციები:

  • კედლის ცალმხრივი თარო - სიმაღლე 2,0 მეტრი
    - თარო (ძირი) 500*1000 მმ. – 1 ცალი;
    - თარო 400*1000 მმ (არანაკლებ 2 გამაგრებით) - 6 ცალი
  • ორმხრივი თარო - სიმაღლე 1,65 მეტრი
    - თარო (ძირი) 500*1000 მმ. – 2 ცალი;
    - თარო 400*1000 მმ (არანაკლებ 2 გამაგრებით) - 12 ცალი
  • ბოძზე არსებულ ჭრილებს შორის დაშორება, ე.წ. „Pitch size” - 25 მმ
  • ყველა თაროს უნდა ქონდეს გამჭვირვალე საფასარი;

რეალური ნიმუშების ნახვა შესაძლებელია ჩვენი ქსელის მაღაზიებში. ასევე, იხილეთ თანდართული ფოტო მასალა.

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • გთხოვთ, ფასი წარმოადგინოთ თაროს შემადგენელ თითოეულ ნაწილზე ცალ-ცალკე (მაგ: ბოძი, ფეხი, კრონშტეინი,ზურგი და ა.შ.), ეროვნულ/უცხოურ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • დეტალური ინფორმაცია პროდუქციის შესახებ:
    - მეტალის ტიპი ;
    - მეტალის ღებვის ტიპი;
    - ქვედა / ზედა თაროს ტვირთამწეობა (კგ);
    - ქვედა / ზედა თაროს გამაგრებების რაოდენობა;
    - ჩამოთვლილი ნაწილების მეტალის სისქე (მმ) : ზურგი / ბოძი / თარო / კრონშტეინი ;
    - მწარმოებელი ქვეყანა ;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  • გადახდის პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.)

ტენდერის ჩაბარების პირობები:

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 10 თებერვალი, 18:00 საათი

დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნო შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ანი შენგელია / ია ჟიჟიაშვილი
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06 / 598 37 34 31
ელ.ფოსტა: 
ani.shengelia@orinabiji.ge  ia.zhizhiashvili@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 39200000 ავეჯის აქსესუარები