ჩაბარების ვადა:
10 თებერვალი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT25150 - ტენდერი სალაროს მაგიდის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს სალაროს მაგიდის შესყიდვაზე.
პროდუქტის აღწერილობა :
- U ტიპის სალარო მაგიდა;
- სალაროს მაგიდის ზომა: 180X100 სმ;
- მაგიდის სიმაღლე: 85 სმ;
- მაგიდის სიგანე: 60 სმ;
- მაგიდის შუა ნაწილს უნდა ქონდეს სპეციალური ჭრილი სალაროს უჯრის განსათავსებლად. უჯრის ზომებია: 45x17x10 სმ;
- მაგიდის ზედაპირი - ვერცხლისფერი მატი (ხაოიანი - dot type);
- მაგიდის ფერი: ნაცრისფერი (RAL 7042);
- საორიენტაციო რაოდენობა: 300 ცალი
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ/უცხოურ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- დეტალური ინფორმაცია პროდუქციის შესახებ (მეტალის ტიპი, მეტალის სისქე(მმ), მაგიდის ზომა და ა.შ.);
- ფასის დაფიქსირება 1 წლის ვადით;
- ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
- გადახდის პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.)
ტენდერის ჩაბარების პირობები:
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 10 თებერვალი, 18:00 საათი.
დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ანი შენგელია / ია ჟიჟიაშვილი
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06 / 598 37 34 31
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge / ia.zhizhiashvili@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი