ჩაბარების ვადა:
14 თებერვალი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT25157 - ფასთა გამოკითხვა საინფუზიო ხსნარის, 0,9% შემცველობის ნატრიუმის ქლორიდის შესყიდვაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს „მედიქლაბჯორჯია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას საინფუზიო ხსნარის, 0,9% შემცველობის ნატრიუმის ქლორიდის შესყიდვაზე.
შესყიდვის საგანი:
- ნატრიუმის ქლორიდი 0.9% 500მლ ფლაკონი
- ნატრიუმის ქლორიდი 0.9% 5მლ ამპულა
- ნატრიუმის ქლორიდი 0.9% 100მლ პაკეტი
- ნატრიუმის ქლორიდი 0.9% 200მლ პაკეტი
- ნატრიუმის ქლორიდი 0.9% 1000მლ პაკეტი
შესყიდვის პირობები:
- ხელშეკრულება გაფორმდება 1 წლის ვადით
- წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში
- პროდუქციის შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად თვეში ერთხელ
- მოთხოვნილი რაოდენობები მითითებულია დანართ #1-ში, გათვლილია 1 წლის მოხმარებაზე და შეიძლება დაკორექტირდეს +/- 10%-ით
კომერციული წინადადების მიღების ბოლო ვადა: 14.02.2025 18:00 საათი
შემოთავაზებები გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: a.tsanava@mcg.ge
ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტი:
- დანართი #1 (თანდართულია ელექტრონული სახით)
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
გამარჯვებულის გამოვლენისას პრიორიტეტული მნიშვნელობა მიენიჭება:
- წინადადებაში მითითებულ ფასს
- პროდუქტის ხარისხს
შემოთავაზებული თითოეული პროდუქტის სახეობა განიხილება ინდივიდუალურად.
აუცილებელი მოთხოვნები:
- მიმწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა არ უნდა იყოს ნაკლები, ამ საქონლის სრული ვარგისიანობის ვადის 80%-სა. პროდუქტის ვარგისიანობის ვადა შესაძლებელია იყოს განსხვავებული მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით
- პროდუქტის ტრანსპორტირება და მიწოდება უნდა განხორციელდეს თბილისში, მედიქლაბჯორჯიას კლინიკაში, მომწოდებლის მიერ, კონკრეტული შეკვეთის მიღებიდან 5 დღის განმავლობაში
- პროდუქციის მომარაგების უწყვეტი უზრუნველყოფა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში - 1 წლის განმავლობაში
ტენდერის კატეგორია:
- 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები