ჩაბარების ვადა:

5 თებერვალი 2025, 23:59

სტატუსი:

მიმდინარე

T25193 - კონკურსი: ტვირთის ლოჯისტიკის/ტრანსპორტირების სერვისი – Participatory Hub

ტენდერის აღწერილობა:

სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში ეძებს კომპანიას, საქართველოს რეგიონებში (იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, შესაძლოა, კახეთი) ტვირთის ლოჯისტიკის/ტრანსპორტირების სერვისის შესყიდვის მიზნით.

მოთხოვნილი სერვისი: Wi-Fi წვდომის წერტილებისა და ციფრული სასოფლო ჰაბების განსათავსებლად საჭირო აღჭურვილობის (სატელეკომუნიკაციო ტექნიკა/მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ავეჯი) ტრანსპორტირება საქართველოს რეგიონებში (იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, შესაძლოა, კახეთი). ტექნიკური აღჭურვილობის საერთაშორისო ტრანსპორტირების/გადაზიდვის შესაძლებლობა ჩაითვლება უპირატესობად.

განაცხადი ტენდერში მონაწილეობაზე წარმოდგენილი უნდა იქნას მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულყოფილად გამოგზავნის გზით, არაუგვიანეს 2025 წლის 5 თებერვლისა, თბილისის დროით 23:59 საათამდე, შემდეგ მისამართზე: redi@solidarityfund.pl

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ დოკუმენტი.

კითხვები ტენდერთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვწეროთ მისამართზე redi@solidarityfund.pl საბოლოო ვადის გასვლამდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები