ჩაბარების ვადა:

10 თებერვალი 2025, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

T25210 - ტენდერი ბორჯომის მინერალური წყლის ასაკის დადგენის მიზნით იზოტოპური ანალიზების ჩატარებაზე

ტენდერის აღწერილობა:

გაცნობებთ, რომ აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი“ აცხადებს ტენდერს ბორჯომის მინერალური წყლის  ასაკის დადგენის მიზნით იზოტოპური ანალიზების ჩატარებაზე;

ტენდერის აღწერილობა:

ტენდერში მონაწილე ვალდებულია

  •  აიღოს ბორჯომის მუნიციპალიტეტში სპეციალურ ჭურჭელში სინჯები ქვემოთ ჩამოთვლილი გაზებისა და იზოტოპების ანალიზისათვის და განახორციელოს მათი ანალიზი საქართველოსა და უცხოეთში:
  • ინერტული გაზები (He-Ne-Ar-Kr-Xe}, 3He/4He);
  • ტრიტიუმი 3H;
  • სტაბილური იზოტოპები 18O/2H;
  • ნახშირბადის იზოტოპები 14C( d13C ერთად);
  • ანალიზის განხორციელების შემდგომ შეადგინოს შესაბამისი დასკვნა წყლის ასაკის შესახებ და გადასცეს „დამკვეთს“

კონკურსანტმა საკონკურსო წინადადებაში უნდა მიუთითოს:

  • რეკვიზიტები;
  • საკონკურსო წინადადების სრული სახარჯთაღრიცხვო ღირებულება;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადის შესახებ/სამუშაოების გეგმა-გრაფიკი;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების პირობების შესახებ.

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ერთ ეგზემპლარად.

გარდა ზემოთ მითითებული სავალდებულო მოთხოვნებისა გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებია:

  • ფასი და გადახდის პირობა;
  • სამუშაოს შესრულების ვადები;
  • სამუშაოს ხარისხიანად შესრულების გარანტია;
  • კონტრაქტის სხვა პირობები;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულ  კანდიდატებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები

2025 წლის 10 თებერვლის ჩათვლით, თბილისის დროით 17 : 00 საათამდე ელფოსტის შემდეგ მისამართზე: ggogiberidze@borjomi.com; lgvazava@borjomi.com;

დამატებითი ტექნიკური განმარტებების მისაღებად კონკურსანტს შეუძლია დაუკავშირდეს:

თემურ კოროშინაძეს
t.koroshinadze@ids-borjomi.com
mailto: t.koroshinadze@ids-borjomi.com

ტენდერის კატეგორია:

  • 90700000 მომსახურებები ეკოლოგიის სფეროში
  • 71600000 ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 71900000 ლაბორატორიული მომსახურებები