ჩაბარების ვადა:

15 თებერვალი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T25235 - ტენდერი ენოთეკის (ღვინის შემნახველი საცავის) არქიტექტურული პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მომზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

ყვარლის ღვინის გვირაბი აცხადებს ტენდერს ენოთეკის (ღვინის შემნახველი საცავის) არქიტექტურული პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მომზადებაზე.

სამუშაო უნდა შესრულდეს ჩვენ მიერ წარდგენილი ესკიზის მიხედვით. ესკიზი იხილეთ თანდართულ ფაილში.

სატენდერო ობიექტის მისამართია - ქ. ყვარელი, მეურნეობის დასახლება, გვირაბის ტერიტორია

სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებამდე აუცილებელი მოთხოვნაა, რომ შემსრულებელმა ადგილზე შეისწავლოს ენოთეკის მოსაწყობი სივრცე, კერძოდ ყვარლის ღვინის გვირაბის კომპლექსში შემავალი ერთ-ერთი გვირაბის 200 მეტრიანი მონაკვეთი.

კონკურსის პირობები და ვადები:

  • სატენდერო კონკურსში განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 15 თებერვალი 2025 წელი, 18:00 საათი
  • კომპანიის მენეჯმენტი სატენდერო კრიტერიუმების მიხედვით განიხილავს და შეაფასებს შემოსულ წინადადებებს. შერჩეულ კანდიდატთან წარიმართება დამატებითი მოლაპარაკებები და გაფორმდება ხელშეკრულება.
  • გამოცდილება ენოთეკების დაპროექტების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად. 

საპროექტო დოკუმენტაცია

  • სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების ვადა: 3 კვირა
  • ხარჯთაღრიცხვა უნდა შესრულდეს ეროვნულ ვალუტაში 

ინფორმაცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • სატენდერო წინადადება გამოგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე - g.khidesheli@winerykhareba.com
  • კითხვების ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 360 221

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები