ჩაბარების ვადა:

18 თებერვალი 2025, 16:00

სტატუსი:

მიმდინარე

T25239 - ტენდერი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე თბილისსა და რეგიონებში

ტენდერის აღწერილობა:

სს „პროკრედიტ ბანკი აცხადებს ტენდერს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე თბილისსა და რეგიონებში.

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც  ძირიტადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და გერმანიაში.  პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

ტენდერის მოკლე აღწერილობა:

გთხოვთ შემოგვთავაზეთ შემდეგი სადაზღვევო პირობები:

1) ჯანმრთელობის სრული დაზღვევა, რომელიც - უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ პირობებს:

  • ჰოსპიტალური და ამბულატორული მკურნალობა;
  • პირადი/ოჯახის ექიმის მომსახურება;
  • სტაციონარული სამედიცინო მომსახურება;
  • ორსულობის მონიტორინგი და მშობიარობა;
  • ედიკამენტური მკურნალობა;
  • პროფილაქტიკური შემოწმება ;
  • სასწრაფო სამედიცინო დახმარება;
  • სტომატოლოგია;
  • გადაუდებელი ვაქცინაცია 

2) ოჯახის წევრების (მეუღლე და 18 წლამდე  ასაკის შვილები) ჯანმრთელობის დაზღვევა ზემოთ მოცემული პირობების გათვალისწინებით და ნათესავების (და-ძმა ოჯახებით, მშობლები) ჯანმრთელობის დაზღვევა.
3) 18-25 წლამდე თანამშრომლების შვილების დაზღვევა დამატებითი პრემიის გადახდის საფუძველზე  
4) ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე არსებული დაავადებების და მდგომარეობების (ორსულობა, მშობიარობა), მათი გართულების მკურნალობის და მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურება დაზღვეულთათვის (ლიმიტები და თანაგადახდის წილი იხილეთ სპეციფიკაციაში);
5) ამოგზაურო დაზღვევა (აუცილებელია თანამშრომლებისთვის) მინ. წელიწადში ორი კვირა ;
6)  დანართი N 2 განსაზღვრული ინდივიდუალური პაკეტი მომსახურების ხელშეკრულებით მომუშავე პირებისთვის

ძირითადი მოთხოვნები:

  • გამონაკლისების სია არ უნდა მოიცავდეს ხარჯების დაფარვას რომელიც გათვალისწინებულია სახელმწიფო მუნიციპალური ჯანმრთელობის პროგრამებით (გამონაკლის წარმოადგენს ჯამრთელობის დაზღვევის სახ. პროგრამა და 5 წლამდე ბავშვების დაზღვევის პროგრამა რომლის დაფარვის საკითხი და პროცესი  განიხილება ცალკე );
  • დაზღვეულებს უნდა ჰქონდეთ უფლება მიმართონ ნებისმიერ ლიცენზირებულ ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას, აფთიაქს  (თავისუფალი არჩევანის პრინციპით);
  • სადაზღვევო პაკეტის გათვალისწინებული პირობები, ლიმიტები და დაფარვა ყველა დაზღვეული თანამშრომლისთვის უნდა იყოს ერთნაირი, მიუხედავად ასაკისა და დაზღვევაში ჩართვის თარიღისა ;
  • გამონაკლისი შემთხვევებისთვის დაზღვევა უნდა მოიცავდეს სპეციალურ სადაზღვევო ფონდს (დაახლოებით 20,000 ლარი);
  • უნდა განისაზღვროს ლიმიტი ორსულობის მონიტორინგის, მშობიარობის, ექიმის დაქირავების, ანესთეზიის და სხვა ნებისმიერი ორსულობასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის (მინიმალური ლიმიტი 3000 ლარი)
  • პაკეტით უნდა იფარებოდეს გამონაკლისებში მყოფი ყველა დაავადების პირველადი დიაგნოსტიკა
  • სიცოცხლის დაზღვევის ლიმიტი მინიმუმ 10. 000 ₾ (ვრცელდება მხოლოდ თანამშრომლებზე).
  • სტომატოლოგია - გეგმიური და ქირურგიული, არაპროვაირ კლინიკებში თავისუფალი არჩევანის პრინციპით უნდა ნაზღაურდებოდეს მინიმუმ 60% თანადაფინანსებით ლიმიტის ფარგლებში.
  •  ექიმის აყვანის ხარჯების ანაზღაურება ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის დროს

თანდართულ ფაიშლი შეგიძლიათ იხილოთ ორი პაკეტი :

  • ოპცია 1 - დაიზღვევა  ბანკის შტატში არსებული ყველა თანამშრომელი (დაზღვევის ხარჯებს სრულიად დაფარავს ბანკი) - სავარაუდო  რაოდენობა 380. ოჯახის წევრების სავარაუდო რაოდენობა - 320, (ოჯახის წევრების დაზღვევა მოხდება თანამშრომლების სურვილისამებრ) *
  • ოპცია 2 - დაიზღვევიან ბანკის კონტრაქტორები და მათი ოჯახის წევრები სურვილისამებრ - ამ პაკეტზე უნდა გავრცელდეს იგივე პირობები გარდა თანა გადახდის წილისა (იხილეთ დანართი N 2. )* რაოდენობა: 60

*ბანკის მიერ დაიზღვევა ყველა შტატიანი თანამშრომელი მხოლოდ ოპცია N 1 (თანამშრომელს არ ექნება პაკეტის ამორჩევის უფლება), ხოლო კონტრაქტორების დაზღვევა მოხდება მათი სურვილისამებრ და მხოლოს ოპცია N 2. 

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისების დეტალური ჩამონათვალი და ღირებულება  ( სავალდებულოდ შესავსებია ორივე გვერდი)
  • სააპლიკაციო ფორმა;
  • დაფარვის პირობების ცხრილი 

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • ფასები თანდართული ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისების დეტალური ჩამონათვალის მიხედვით*
  • დაფარვის პირობების ცხრილი შესაბამისი კი/არა პასუხებით და კომენტარებით 
  • კონკრეტული გამონაკლისების ჩამონათვალი.
  • ანგარიშსწორების პირობები
  • დაზღვევის პირობები  (შემდეგი ინფორმაციის მითითებით: სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების პირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა; გამონაკლისების დეტალური სია)- შესაძლებელია ელექტრონული მატარებლის სახით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით კონვერტების გახსნი შემდეგ.
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში);
  • დამატებითი/განსხვავებული შემოთავაზების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ პრეზენტაციის ელექტრონული ვერსია

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 

* ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს;

გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება  ორ  წლიანი ხელშეკრულება (ერთი წლის თავზე პრემიის გადახედვის პირობით)

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 18  თებერვალი  2025 წ. (16:00 საათამდე) 

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

გულიკო ფაცაცია
ტელ.: (+995 32) 2202222 (1413) 
E-mail: guliko.patsatsia@procredit-group.com

 სათავო ოფისი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1413) 
E-mail: guliko.patsatsia@procredit-group.com

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1571) 
E-mail: geo.tender@procredit-group.com

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები