ჩაბარების ვადა:

21 თებერვალი 2025, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T25245 - ტენდერი ბატარეებისა და დამუმხვტველ-გარდამქმნელების შესყიდვაზე

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 17 თებერვალი 2025 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს 1 ლოტად შემდეგი მომსახურების შესყიდვაზე:  ბატარეებისა და დამუმხვტველ-გარდამქმნელების შესყიდვაზე.

1.1 შესასყიდი პროდუქციისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა მოცემულია დანართი N1-ში.

სპეციალური მოთხოვნა:

  • მოთხოვნილი პროდუქციის მწარმოებელი კომპანია რეგისტრირებული უნდა იყოს  ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკაში
  • მოთხოვნილ პროდუქციაზე უნდა გავრცელდეს 24 (ოცდაოთხი) თვიანი გარანტია

1.3 განფასება

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.

1.4 საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი

შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი(GWP) მიწოდების ადგილი: ჟინვალჰესი, დაბა ჟინვალი

1.5 ანგარიშსწორების პირობები

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების გაწევიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში (არა უმეტეს 50%-სა) წარსადგენი იქნება საავანსო გარანტია, რომელიც გაცემული იქნება საქართველოს მიერ ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ. 

1.6 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N2-ის შესაბამისად);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი;
  • ბოლო 5 წელიწადში მსაგვსი სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შესრულებები, სარეკომენდაციო წერილები);
  • გადახდის პირობები;
  • მიწოდების ვადები;
  • საგარანტიო პირობები და ვადები.
  • მოსაწადებელი ბატარეების და გარდამქმნელ დამმუხტველის დეტალური ტექნიკური პარამეტრები(PDF ფორმატში)

შენიშვნა:

1) ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
2) პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით. 

1.7 ხელშეკრულების გაფორმება

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება  წინამდებარე ტენდერზე თანდართული ხელშეკრულების პროექტის და სატენდერო წინადადების შესაბამისად.

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია - 1 წელი.

1.8 სხვა მოთხოვნა

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი (შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, ს/ნ 203826002) უფლებას იტოვებს თვითონგანსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებსტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
  • შემსყიდველი (შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, ს/ნ 203826002)) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი (შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, ს/ნ 203826002))  არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
  • შემსყიდველი (შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, ს/ნ 203826002))  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, ს/ნ 203826002)  არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის (შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, ს/ნ 203826002))  მხრიდან. 

პასუხისმგებელი პირი: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნებისთვის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, სათავო ოფისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. N10, თბილისი 0179, საქართველო; საკონტაქტო ელ-ფოსტა: pdpo@gwp.ge. მონაცემთა დამუშავების მიზანი: მესამე მხარის შესახებ ღია-წყაროებზე დაყრდნობით ანალიზის ჩატარება, რათა შეფასდეს მესამე მხარესთან პოტენციური ურთიერთობისას შესაბამისობის რისკები. ლეგიტიმაცია: პროფესიული ან/და კომერციული ურთიერთობა. მიმღებები: თქვენი მონაცემები არ გადაეცემა რომელიმე მესამე მხარეს, გარდა კანონიერი ვალდებულების ან უფლების შემთხვევისა. შენახვა: თქვენი მონაცემები ინახება კომპანიის შეფასებისთვის საჭირო დროის და სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ თქვენი პერსონალური მონაცემები დაიბლოკება კანონმდებლობით დაშვებული ვადით. როგორც კი ხსენებული ვადები ამოიწურება, არსებული ინფორმაცია განადგურდება. უფლებები: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მონაცემებზე წვდომის, მონაცემთა გასწორების, განახლების, წაშლის, დამუშავების შეზღუდვის ან აკრძალვის უფლებით, ასევე გააუქმოთ გაცემული თანხმობა წერილობითი მიმართვის მაიდენტიფიცირებელი გრიფით „მონაცემთა დაცვა“ გაგზავნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10, თბილისი 0179, საქართველო, ან ელექტრონული ფოსტის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: pdpo@gwp.ge, რომელშიც უნდა მიუთითოთ ის უფლება, რომელსაც ახორციელებთ და რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს თქვენ მიერ (ფიზიკურად ან ელექტრონულად). თუ ვერ ხერხდება თქვენი ვინაობის დადგენა, შეიძლება ჩვენი მხრიდან დამატებით მოთხოვნილ იქნას ინფორმაცია, მათ შორის, და არა მხოლოდ თქვენი პირადობის მოწმობის ასლი. პრეტეზნიის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ მიმართონ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (www.personaldata.ge).

ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხაზგასმით აღნიშნავს საორიენტაციო ჯამური მოცულობა არის სავარაუდო და მისი მითითება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განიმარტოს როგორც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვალდებულება შეისყიდოს საქონელი/მომსახურება საორიენტაციო ჯამური მოცულობით. საორიენტაციო ჯამური მოცულობა არ წარმოადგენს ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში შესასყიდი საქონლის/მომსახურების ზუსტ მოცულობას, ფაქტობრივად შესყიდული საქონლის/მომსახურების მოცულობა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს (იყოს მეტი ან ნაკლები) საორიენტაციო ჯამური მოცულობისგან, ასეთ შემთხვევაში: (ა) ტენდერში მონაწილე გარანტიას იძლევა, რომ იგი ამ საფუძვლით არ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას და აცხადებს უარს ამ საფუძვლით რაიმე სახის ზიანის/ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაზე, (ბ) ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს ტენდერში მონაწილე პირის მიერ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის ან სახელშეკრულებო პირობების ცვლილების მოთხოვნის საფუძველი. ტენდერში მონაწილეობით ტენდერში მონაწილე ეთანხმება ამ პირობებს და მათ მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 21 თებერვალი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთთანდართულ ფაილში 

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ვანო წიკლაური
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, 10
ელ. ფოსტა: vtsiklauri@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111; 577 73 66 44

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, 10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141);  599 50 50 67

ტენდერის კატეგორია:

  • 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    17 თებერვალი 2025 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა