13 თებერვალი 2025, 16:00
სტატუსი:
მიმდინარეT25248 - ტენდერი მანგლისის საზაფხულო სკოლისთვის საშხაპე ძელის კომპლექტების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ევროპული სკოლა“ აცხადებს ტენდერს მანგლისის საზაფხულო სკოლისთვის საშხაპე ძელის კომპლექტების შესყიდვაზე #01-04/02/25-ES
შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაცია:
საშხაპე ძელის კომპლექტი - 30 ცალი
- ბრენდები - Hansgrohe / Grohe
- საყრდენი ძელი
- მოქნილი მილი
- ხელის ყურმილი
- შემრევი ონკანი
- საშხაპე თავი
- პრიალა ქრომი
მიწოდების ადგილი: დაბა მანგლისი, დიდგორის ქ. 1
შესყიდვის ობიექტის მიწოდებისა ვადა: არაუგვიანეს 2025 წლის 20 მარტისა
შპს „ევროპული სკოლა“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
შეთავაზების ვალუტა: ლარი
წინადადება აუცილებლად უნდა მოიცავდეს:
- ტრანსპორტირების ხარჯს მიწოდების ადგილამდე;
- ინფორმაციას გადახდის პირობების შესახებ;
- ინფორმაციას შესასყიდი ობიექტის მიწოდების ვადების შესახებ;
- ინფორმაციას შესასყიდი ობიექტის გარანტიის შესახებ;
- ინფორმაციას ტექნიკური მახასიათებლების შესახებ
- ინფორმაციას პროდუქციის მწარმოებლის შესახებ;
- ინფორმაციას ანალოგიური პროდუქციის მიწოდების შესახებ ბოლო 1 წლის განმავლობაში (კომპანია, რაოდენობა, თანხა, პერიოდი);
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტებს, ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან, საკონტაქტო ინფორმაციას.
შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
წინადადების წარდგენის წესები:
შემოთავაზება უნდა იყოს ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - საქართველო, ქ.თბილისი, 0160, კ. გამსახურდიას გამზ. #34, / ალ. ყაზბეგის გამზ. #2.
კონვერტზე აუცილებლად უნდა მიუთითოთ ტენდერის დასახელება და ნომერი - „ტენდერი მანგლისის საზაფხულო სკოლისთვის საშხაპე ძელის კომპლექტის შესყიდვაზე #01-01/02/25-ES“, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. კონვერტზე ასევე უნდა მიუთითოთ ადრესატი: თეო იოსელიანი 557 966 998
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 13 თებერვალი, 16:00 სთ.
საკონტაქტო პირები:
სატენდერო საბუთებთან დაკავშირებით
ნათია გელაშვილი
577 75 60 06
ტექნიკურ საკითხებზე კითხვების შემთხვევაში
შალვა მჭედლიძე
577 59 59 38
ტენდერის კატეგორია:
- 44200000 სტრუქტურული მასალები