ჩაბარების ვადა:

18 თებერვალი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T25263 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის და აქსესუარების შესყიდვაზე

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 6 თებერვალი 2025 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს ევექსი („შემსყიდველი“) აცხადებს ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის (ლოტი 1) და აქსესუარების (ლოტი 2) შესყიდვაზე.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ პირ/ებ/თან გაფორმდება ხელშეკრულება. ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს, როგორც სს ევექსთან ისე მის შვილობილ/აფილირებულ კომპანიებთან, რომლებსაც თავად შემსყიდველი მიუთითებს. ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება 12 თვის ვადით.

2. შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2025 წლის 17 თებერვალს 18:00 საათამდე.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას წარმოდგენილი პირობების შესაბამისად.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

  • ტენდერის გამოცხადება: 05 თებერვალი 2025
  • სატენდერო წინადადებების მიღების დასრულება: 18 თებერვალი 2025
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა: 22 თებერვალი 2025 
  • ხელშეკრულების გაფორმება: 25 თებერვალი 2025

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.

ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.

ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის, ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებას შემსყიდველისათვის.

შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე

ტენდერის დასრულების თარიღის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი არაა ვალდებული მიღებულ სატენდერო წინადადებაზე აწარმოოს მოლაპარაკება ან განათავსოს შეკვეთა ასეთი წინადადების წარმდგენ პრეტენდენტთან.

იმ შემთხვევაში, თუ წარმატებული პრეტენდენტი ვერ შეძლებს სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი პირობების დაცვას, შემსყიდველი უფლებამოსილია გაუქმოს

შეკვეთა/კონტრაქტი შერჩეულ კომპანიასთან საჯარიმო სანქციების გარეშე შემსყიდველის მიმართ, და გადასცეს დაკვეთა სხვა პრეტენდენტს ან გაუქმოს ტენდერი.

სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ ის გაეცნო ტენდერის ყველა მოთხოვნას და ვალდებულია დაიცვას ყველა ეს პირობა, შემსყიდველის მხრიდან სატენდერო წინადადების მიღების შემთხვევაში. სატენდერო წინადადების მომზადებასთან და წარდგენასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება პრეტენდენტს, მიუხედავად იმისა, რომ მიღებული იქნება ეს წინადადება თუ არა დამკვეთის მხრიდან.

3. ტენდერით განსაზღვრული პირობები შესასყიდ კომპიუტერულ ტექნიკასა და აქსესუარებზე:

  • შემოთავაზებული კომპიუტერული ტექნიკა (ლოტი 1) და აქსესუარები (ლოტი 2) უნდა იყოს ახალი, სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ მოთხოვნებსა და პარამეტრებს. განფასების ცხრილში მოცემული უნდა იყოს შემოთავაზებული ბრენდი, მოდელი (არსებობის შემთხვევაში), მწარმოებელი ქვეყანა. პრეტენდენტი უფლებამოსილია წარმოადგინოს ორ ან სამი ალტერნატიული ბრენდი ან/და მოდელი ყოველ პოზიციაზე.
  • მიწოდების ვადა: განისაზღვრება ეტაპობრივად 12 თვის განმავლობაში წინასწარი შეტყობინების საფუძველზე. კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე საორიენტაციო მოთხოვნილი მიწოდების გრაფიკი წარმოდგენილია დანართში No 2 (გრაფიკი და რაოდენობები არის საორიენტაციო). წინასწარ განსაზღვრულ კომპიუტერულ ტექნიკის პოზიციებზე და აქსესუარებზე ყოველი შეკვეთის მიწოდება უნდა განხორციელდეს 1 კვირის ვადაში.
  • მიწოდების მისამართი: ქ. თბილისი, გლდანი, საწყობის მისამართი: მარატ ნოზაძის 8

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია და ინფორმაცია:

  • ბრენდის ოფიციალური სერვის ცენტრის წერილი, საქართველოს მასშტაბით შემოთავაზებული კომპიუტერული ტექნიკის მომსახურების თაობაზე.
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურება და ტექნიკის ჩანაცვლების წესი საგარანტიო პერიოდში.

დანართი No 1- ში მოცემული მოთხოვნების და ჩამონთვალის მიხედვით წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო განფასება, როგორც ექსელის ფორმატით ასევე, ხელმოწერილი ბეჭდიანი პდფ ფორმატით.

4. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ:

ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით.

სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის პირობებში.

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

კომპანიის გამოცდილება / სანდოობა:

  • შემოთავაზებული კომპიუტერული ტექნიკის და აქსესუარების ბრენდი / ხარისხი
  • ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისობა (საგარანტიო პირობები, მომსახურების პირობები/ტექნიკის სერვისი )
  • გადახდის პირობა (მოთხოვნილი გადახდის პირობის შესაბამისობა)
  • ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისობა - მომსახურების პირობები და ვადები

5. სატენდერო წინადადების ფორმატი:

პრეტენდენტების მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი ფორმატით:

1) ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ- კომპანიის ზოგადი აღწერა, საიდენდიფიკაციო კოდი, იურიდიული და ფაქტიური მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, წარმოდგენილი ბრენდები და პროდუქცია.
2)გამოცდილება: შესრულებული პროექტების/კლიენტების/ პარტნიორების ჩამონათვალი: ბოლო 3 წლის მანძილზე მსგავსი პროექტების ჩამონათვალი (დასრულებული და მიმდინარე), კლიენტების და პარტნიორების ჩამონათვალი.
3) კომერციული წინდადება: ფასები წარმოდგენილი უნდა იქნას დოლარში, დამატებითი ღირებულების ჩათვლით, ფასი უნდა შეიცავდეს თბილისში საქონლის მოწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისა და სავალდებულო შენატანების ჩათვლით. ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს დანართ No1-ში აღწერილი ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით. განფასება ატვირთული უნდა იყოს როგორც ხელმოწერილი ვერსიით, ასევე ექსელის ფორმატით. პრეტენდენტი უფლებამოსლია წარმოადგინოს განფასება როგორც ერთ, ასევე ორივე ლოტზე.
გადახდის პირობა: ანაზღაურება განხორციელდება მიწოდების შემდეგ, შესაბამისი სასაქონლო ზედნადებისა და ანგარიშ ფაქტურისა საფუძველზე. გადახდა იწარმოებს ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის დღიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
4) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იურიდიული პირის განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
5) პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი დანართი #3-ის სახით.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვემო დოკუმენტაცია დამატებითი მოთხოვნის საფუძველზე:

6) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
7) ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
8) მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი მსგავსი ტიპის პროექტზე;

ყველა მოცემული დანართის შევსება პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა.

პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დანართი/დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 1 სამუშაო დღეზე მეტი ვადით.

6. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    - სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს;
    - ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.

7. კონფიდენციალურობა:

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის, 18 თებერვალი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: anikolaishvili@evex.ge

საკონტაქტო პირი:

ანი ნიკოლაიშვილი
anikolaishvili@evex.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    6 თებერვალი 2025 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა