
ჩაბარების ვადა:
14 თებერვალი 2025, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT25293 - ტენდერი ქ. ბათუმში, ზღვის სანაპირო ზოლის, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე სივრცის მოწყობასა და ბრენდირებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს სელფი მობაილი აცხადებს ტენდერს:
ტენდერის ფარგლებში მოთხოვნაა ზღვის სანაპირო ზოლის, კერძოდ კი ქ. ბათუმში, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე სივრცის მოწყობა სელფი მობაილის ბრენდის გაიდების ფარგლებში, რაც ნიშნავს სანაპირო ზოლში, შერჩეული ტერიტორიაზე (პარტნიორის მიერ შემოთავაზებული სივრცის) ბრენდირებას, სადაც დამსვენებელს საშუალება ექნება სელფისთან ერთად გაატაროს სასიამოვნო დრო და შეიქმნას დაუვიწყარი მომენტები.
მოცემულ კონკურსში აუცილებელი პირობაა:
- "სელფის სანაპიროს" ბრენდირების ვიზუალური კონცეპტის და იდეის (გაშლებით) წარდგენა
- ბიუროკრატიული პროცესების მართვა და შესრულება იმ პერიოდზე, რა პერიოდითაც იქნება სანაპირო დაბრენდილი (2-3 თვე, აქტიური სეზონის პერიოდი)
- კონკურსის ფარგლებში, პარტნიორს ვალდებულება დაეკისრება ტერიტორიის და მასში არსებული მერჩის ზრუნვა და მის გამართულობაზე პასუხისმგებლობა.
- შერჩეული ტერიტორიის იჯარასთან დაკავშირებული პროცესების მართვა, იქნება ეს ტენდერი თუ კონკრეტული კომპანიისგან ქირავნობა/იჯარა
- მერჩის, როგორიცაა შეზლონგები, პუფები, ქოლგები, სკამები და ა.შ და ასევე სხვა ნებისმიერი ინსტალაციის ადგილზე მიტანა, მონტაჟი/დემონტაჟი და უსაფრთხო ტრანსპორტირება
- სეზონის პერიოდში ბულვარის დაცვის სერვისით უზრუნველყობა
- პარტნიორს შეუძლია დამატებით შემოგვთავაზოს კონკრეტული ივენთებისა თუ სხვა აქტივობების მოწყობა, მოცემულ ტერიტორიაზე. ჩაითვლება უპირატესობად ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის დამატება
ყველა დაინტერესებულმა სუბიექტმა უნდა წარმოადგინოს თანდართულ ფაილში მითითებული ინფორმაცია - მონაწილის ბარათი.
გთხოვთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდოთ არაუგვიანეს 14.02.2025 18:00 საათამდე, ელ.ფოსტაზე: VKakuliya@cellfie.ge
ტენდერის კატეგორია:
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები