ჩაბარების ვადა:

17 თებერვალი 2025, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T25296 - ტენდერი ლიფტების შესყიდვის, მონტაჟის და მომსახურების გაწევაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს კავკასიის მედიცინის ცენტრი („შემსყიდველი“) აცხადებს ტენდერს ლიფტების შესყიდვის, მონტაჟის და მომსახურების გაწევაზე. წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განმარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად. 

ტენდერში გამარჯვებულ პირ/ებ/თან გაფორმდება ჩარჩო ხელშეკრულება 12 თვის ვადით.

1. შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2025 წლის 17 თებერვლის 18:00 საათამდე.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას წარმოდგენილი პირობების შესაბამისად.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში: 

ტენდერის გამოცხადება: 07 თებერვალი 2025
სატენდერო წინადადებების მიღების დასრულება: 17 თებერვალი 2025
გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა: 04 მარტი 2025
ხელშეკრულების გაფორმება:  18 მარტი 2025

I. შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ. 
II. ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.
III. ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის, ფინასური ასუხისმგებლობის დაკისრებას შემსყიდველისათვის.
IV. შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.
V. ტენდერის დასრულების თარიღის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი არაა ვალდებული მიღებულ სატენდერო წინადადებაზე აწარმოოს მოლაპარაკება ან განათავსოს შეკვეთა ასეთი წინადადების წარმდგენ პრეტენდენტთან.
VI. იმ შემთხვევაში, თუ წარმატებული პრეტენდენტი ვერ შეძლებს სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი პირობების დაცვას, შემსყიდველი უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა/კონტრაქტი შერჩეულ კომპანიასთან საჯარიმო სანქციების გარეშე შემსყიდველის მიმართ, და გადასცეს დაკვეთა სხვა პრეტენდენტს ან გააუქმოს ტენდერი.
ტეVII. სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ ის გაეცნო ტენდერის ყველა მოთხოვნას და ვალდებულია დაიცვას ყველა ეს პირობა, შემსყიდველის მხრიდან სატენდერო წინადადების მიღების შემთხვევაში. სატენდერო წინადადების მომზადებასთან და წარდგენასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება პრეტენდენტს, მიუხედავად იმისა, მიღებული იქნება ეს წინადადება თუ არა დამკვეთის მხრიდან.

2. ტენდერით შესასყიდი მომსახურების/საქონლის აღწერილობა / სპეციფიკაციები:

შერჩეულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ლიფტების დამზადება, ყოველთვიური მომსახურება, სარემონტო და სათადარიგო ნაწილებით მომარაგება. 

კერძოდ, ყოველთვიური მომსახურება უნდა მოიცავდეს:

გეგმიური მომსახურება:

  • ყოველთვიური მონიტორინგი, ლიფტების ტექნიკური და პროფილაქტიკური დათვალიერება.
  • მართვის კარადის შემოწმება, კონტროლი;
  • რედუქტორის ზეთის კონტოლი; საჭიროების შემთხვევაში შეცვლა;
  • ელექტრო ძრავის, ძრავის ვენტილაციის და მთავარი ჯალამბარის კონტროლი;
  • სამუხრუჭე ხუნდის და სამუხრუჭე სისტემის, რედუქტორის და მუხრუჭების კონტროლი,
  • ამწევი ბაგირის კონტროლი; ბაგირის გადასაბმელის კონტროლი;
  • გამთიშველების (მათ შორის მთავარი გამთიშველის) კონტროლი;
  • სიჩქარის შემზღუდველის და სიჩქარის შემზღუდველის ბაგირის კონტროლი;
  • კაბინის ავარიული დამჭერების დარეგულირება, კონტროლი;
  • ამომრთველების და კონტაქტორების კონტროლი;
  • კაბინის კონტროლი; კარების მექანიზმის, კარების ჩამკეტის, კაბინის ღილაკების კონტროლი.
  • სართულების კარების კონტროლი; დაზიანებული კარების შეკეთება;
  • კარების ძრავის და გამოძახების კონტროლი;
  • საპირწონე ზამბარების და ზედმეტი ტვირთის მაჩვენებლის კონტროლი;
  • შახტის დასუფთავება (საჭიროების შემთხვევაში წყლის ნაკადისგან გასუფთავება/ამოტუმბვა) და კონტროლი;
  • ელექტრო სადენების, ელექტრო და მექანიკური უსაფრთხოების კვანძების კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული ნაწილების შეკეთება შეცვლა;
  • დიაგნოსტირების ეტაპზე თუ ლიფტების მუშაობის შეფერხება დაკავშირებულია უმნიშვნელო ტექნიკურ ხარვეზთან და არ საჭიროებს ნაწილის შეცვლას, ხარვეზის აღმოფხვრა არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს. 
  • კვების წყაროს შემოწმება
  • კაბინის ვენტილაციის შემოწმება/ შეცვლა 
  • განათების შემოწმება/შეცვლა

ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ლიფტების არსებული რისკების შეფასება, მათი აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი გეგმა და სრული ინფორმაცია ჩასატარებელ სამუშაოებზე (მომსახურების / ნაწილების აღწერა/ღირებულება/ვადები/საგარანტიო პირობები). რისკების შეფასების ანგარიშის წარდგენა განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ დამატებითი ხარჯის დამკვეთისთვის დაკისრების გარეშე.

არაგეგმიური ვიზიტი - შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

1) არაგეგმიური ვიზიტი თვეში 2 უსასყიდლო დიაგნოსტირება/შეკეთება (ნაწილის ხარჯს არ მოიცავს)

2) 100 ლარამდე ან/და 100 ლარის ღირებულების (საბაზრო ღირებულების) ნაწილის შეცვლის საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი მომსახურებას (ნაწილის შეცვლას) ახორციელებს საკუთარი ხარჯით. (ხელშეკრულების სხვა პირობის ღირებულების უცვლელად). 

3) 100 ლარის ზემოთ ღირებულების დეტალის შეცვლის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს ნაწილების თანხობრივი ღირებულება (ინვოისი). 

თუ შესაცვლელი ნაწილები არაერთგვაროვანია და მათი შეცვლა ხდება ერთდროულად და მათი ღირებულება ცალკე აღებული 100 ლარზე ნაკლებია, მაგრამ ჯამში აღებული აღემატება 100 ლარს, ამ ნაწილების უზრუნველყოფა მოხდება მომწოდებლის მხრიდან. (ხელშეკრულების სხვა პირობის ღირებულების უცვლელად).

4) ნაწილით უზრუნველყოფის მიზნით შემსყიდველის მხრიდან ბაზრის კვლევის განხორციელების დროს თუ დადგინდა, რომ აღნიშნული ნაწილ(ებ)ის შესყიდვა შესაძლებელია 100 ლარამდე ან/და100 ლარის ღირებულების ფარგლებში მის შესყიდვას (უზრუნველყოფას) განახორციელებს მიმწოდებელი.

მომსახურების პირობები:

ა) გადაუდებელი მომსახურება უზრუნველყოს დილის 08:00 საათამდე / საღამოს 22:00 მდე (შაბათ კვირის ჩათვლით) - გამოძახებიდან 20-40 წუთში ადგილზე მოსვლა და ოპერატიული რეაგირება, თუ ლიფტების მუშაობის შეფერხება დაკავშირებულია უმნიშვნელო ტექნიკურ ხარვეზთან და არ საჭიროებს ნაწილის შეცვლას, ხარვეზის აღმოფხვრა არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს. 
ბ) მგზავრების კაბინიდან ევაკუაციის დრო შემსყიდველის გამოძახებიდან არა უმეტეს 30 წუთისა.
გ) ტექნიკური დავალების ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ლიფტზე ექსპლუატაციის შეფერხების შემთხვევაში, ლიფტის სამუშაო მდგომარეობაში მოყვანა უნდა მოხდეს გონივრულ ვადაში მაგრამ გამოძახებიდან არაუმეტეს 2 (ორი) სამუშაო დღისა, რომლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შემსყიდველს.
დ) ლიფტის ისეთი ნაწილის დაზიანების შემთხვევაში, რომელი ნაწილიც საქართველოში არ მოიპოვება, თუკი აღნიშნული ნაწილის შეცვლა შედის მიმწოდებლის ვალდებულებაში, მიწოდების ვადა განისაზღვრება შემსყიდველთან შეთანხმებით მაგრამ არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა, მოახდინოს აღნიშნული ნაწილის შეძენა და შეცვლა. აღნიშნული პირობის დადგომის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შემსყიდველს და მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია.
ე) მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღეში, ხოლო შემდგომ თვეებში არანაკლებ თვეში ერთხელ, (ყოველი თვის ბოლოს), მოახდინოს ლიფტების ტექნიკური გამართულობის შემოწმება/დიაგნოსტირება და არაუმეტეს 1 სამუშაო დღის ვადაში შემსყიდველს წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია შემოწმებული ნაწილების, კვანძების გამართულობის შესახებ. ხოლო ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, ხარვეზის (როგორც არსებული ასევე მოსალოდნელი) და საქართველოში არსებული სტანდარტებიდან ლიფტის მდგომარეობის გადახრის შესახებ ინფორმაცია (დათვალიერების/დეფექტური აქტის სახით).
ვ) საფრთხის შემცველი დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში შემსყიდველს აცნობოს დაუყოვნებლივ და მოახდინოს ლიფტის გათიშვა.
ზ) უზრუნველყოს მისი მიერ განხორციელებული მომსახურების შედეგად გამოწვეული ყველა ზიანის/ზარალის აღმოფხვრა, ტექნიკური დავალების ,,ა“ ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტებში აღნიშნული მომსახურების პირობების შესაბამისად.
თ) მომსახურება განახორციელოს საქართველოში არსებული კანონმდებლობისა, სტანდარტების და უსაფრთხოების წესების დაცვით.
ი) აუცილებელი მოთხოვნაა, ლიფტისთვის საჭირო ყველა ინვენტარი იყოს ერთი მწარმოებელი კომპანიის.
კ) საგარანტიო პერიოდი უნდა მოიცავდეს მინიმუმ 5 წელს.

მომსახურების განხორციელებისას გაითვალისწინოს შემსყიდველის ყველა გონივრული მოთხოვნა და შენიშვნა.

დანართი № 1- ში მოცემული მოთხოვნების მიხედვით წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო განფასება.

იმ შემთხვევაში, თუ გაწეული მომსახურების დასრულების შემდეგ 24 საათის მანძილზე დაფიქსირდება იგივე სახის ტექნიკური პრობლემა/წუნი შემსრულებელი მოთხოვნით განსაზღვრულ ვადაში აღმოფხვრის ხარვეზს უსასყიდულოდ. 

პრეტენდენტი პასუხისმგებელია საკუთარი და ქვეკონტრაქტორის პერსონალის მხრიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, როგორც სამუშაო ასევე ტრანსპორტირების და ტექნიკის ექსპლუატაციის პროცესში. ტენდერში შერჩეული კომპანია განახორციელებს საკუთარი პერსონალის ინსტრუქტაჟს, ტრეინინგსა და შრომისა უსაფრთხოების ეკიპირებით აღჭურვას.

3. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ:

ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით. 

სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის პირობებში.

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • კომპანიის გამოცდილება / სანდოობა
  • მოთხოვნით განსაზღვრული მომსახურების უზრუნველსაყოფად პერსონალის რაოდენობა და კვალიფიკაცია (ლიფტის ინსექტორი/ინჟინერი, ტექნიკოსი)
  • შესყიდვის ფასი, ვალუტა-ლარი კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის გათვალისწინებით
  • გადახდის პირობა (მოთხოვნილი გადახდის პირობის შესაბამისობა)
  • ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისობა - მომსახურების პირობები და ვადები 

4. სატენდერო წინადადების ფორმატი:

პრეტენდენტების მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი ფორმატით:

1) ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ- კომპანიის ზოგადი აღწერა, საიდენდიფიკაციო კოდი, იურიდიული და ფაქტიური მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, თანამშრომლების რაოდენობა, ტენდერის მოთხოვნის შესრულებაში ჩართული თანამშრომლების რაოდენობა ფუნქცია მოვალეობის მიხედვით (ლიფტის ინსპექტორი/ინჟინერი/ტექნიკოსი), კვალიფიკაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, მოთხოვნის მიხედვით;

2) გამოცდილება:

ა) შესრულებული სამუშაოების ზოგადი ჩამონათვალი: ბოლო 3 წლის მანძილზე მსგავსი პროექტების ჩამონათვალი (დასრულებული და მიმდინარე), კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
ბ) შემოთავაზებული ქვე-კონტრაქტორები (არსებობის შემთხვევაში)- კომპანიის დასახელება და ინფორმაცია, სამუშაო მოცულობა/აღწერა რომელისაც ქვე-კონტრაქტორი შეასრულებს;

3) კომერციული წინდადება: ფასები წარმოდგენილი უნდა იქნას დოლარი/ლარში, დამატებითი ღირებულების ჩათვლით, ფასი უნდა შეიცავდეს ტრანსპორტირების, მასალისა და მომსახურების ფასს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისა და სავალდებულო შენატანების ჩათვლით. განფასების ცხრილი წარმოდგენილია დანართ№1-ში.

4) განფასება წარმოდგენილი უნდა იყოს, როგორც ხელმოწერილი, ასევე ექსელის ფორმატით.

გადახდის პირობა: მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება შესაბამისი მიღება ჩაბარების აქტების საფუძველზე.

5) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იურიდიული პირის განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

6) პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი დანართი #4-ის სახით;

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვემო დოკუმენტაცია დამატებითი მოთხოვნის საფუძველზე

7) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;

8) ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;

9) მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი მსგავსი ტიპის პროექტზე;

ყველა მოცემული დანართის შევსება პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა. პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დანართი/დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 1 სამუშაო დღეზე მეტი ვადით.

5. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია:

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    -  სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს;
    - ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში. 

6. კონფიდენციალურობა

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.

 ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 17 თებერვალი 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: N.A (დოლარი/ლარი)
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთთანდართულ ფაილში 

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:

ვერიკო შერმადინი 
ელ. ფოსტა vshermadini@clinics.ge  
მობ: 598 11 69 58

თორნიკე ტყეშელაშვილი

ელ. ფოსტა: tkeshelashvilit@clinics.ge
მობ: 551-46-44-22 

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    10 თებერვალი 2025 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა