
19 დეკემბერი 2014, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT253 - ტენდერი კარტრიჯების შესყიდვა/მომსახურებაზე
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს კარტრიჯების შესყიდვა/მომსახურებაზე
საქონლის დასახელება და სავარაუდო ყოველთვიური შეკვეთის რაოდენობა იხილეთ თანდართულ ფაილში.
დამატებითი მოთხოვნები:
წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს
მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)
მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება
საგარანტიო მომსახურება (გარანტიის ვადა - 6 თვე)
მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შეკვეთილი საქონლის მიწოდება მითითებულ მისამართზე (საწყობი)
დამატებითი ინფორმაცია
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2014 წლის 08 დეკემბრიდან – 2014 წლის 19 დეკემბერის ჩათვლით
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სახელშეკრულებო ვადა განისაზღვრება 6 თვის პერიოდით
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან საქონლის/მომსახურების შესყიდვა იქნება რეგულარული სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში
- თანხის გადახდა მოხდება ყოველ ჯერზე შესყიდული საქონლის მიწოდებიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფასები ჩაწეროთ შესაბამის გრაფაში. მაგალითად: კარტრიჯების ტენდერის დეტალური აღწერის მიხედვით პუნქტი #1-ში მიეთითება CE285A მოდელის შეთავაზებული ღირებულება. პუნქტ #2-ში - Q2612A მოდელის შეთავაზებული ღირებულება და ა.შ.
- გთხოვთ, ერთეულის ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.
- კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“
- შემოთავაზებები მომწოდებლებისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 19 დეკემბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის კარტრიჯების ტენდერის გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=333&lang=geo
კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული საქართველოს ბანკის ზემოთ მოცემული ბმულის ტენდერის პანელში "შეკითხვები შემსყიდველს".