![საქართველოს ბანკი](/files/logos/bog.png)
17 თებერვალი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T25304 - ტენდერი საქართველოს ბანკის სამი ბექოფისისთვის ენერგეტიკული მომარაგების მონიტორინგის სისტემის მოსაწყობად
ტენდერის აღწერილობა:
საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს საქართველოს ბანკის სამი ბექოფისისთვის ენერგეტიკული მომარაგების მონიტორინგის სისტემის მოსაწყობად.
პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია
პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური სამუშაოების შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, საერთო ღირებულებით არანაკლებ 400 000 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის უნდა გააჩნდეს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 50 000 ლარის ანალოგიური სამუშოების შესრულების გამოცდილება, რაზეც უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებების და ამ სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (სამუშაოების შესრულების აქტი, ან/და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა). იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიური გამოცდილება რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში,შესაძლოა მითითებულ იქნას სისტემის მიერ მინიჭებული NAT/SPA/CMR ნომერი.
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
- სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს შემოთავაზებული მოწყობილობების დეტალური სპეციფიკაციები.
- შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 60 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან.
- შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ინვოისის სახით, წინადადებაში ასევე მოცუმული უნდა იყოს შესასრულებელ სამუშაოთა შესრულების ვადები.
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ მოკლე ინფორმაცია, განხორცილებული პროექტებისა და კლიენტების შესახებ.
შეფასება:
ბანკის მხრიდან პრეტენდენტების შეფასება მოხდება, როგორც კომერციული ნაწილის ასევე შესრულების ვადის, შემოთაზებული მასალებისა და კომპანიის ანალოგიური გამოცდილების გათვალისწინებით.
ობიექტების შესაბამისად დეტალური ტექნიკური დავალება მოცემულია მიმაგრებულ ფაილებში, N1, N2, N3
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 17 თებერვალი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
დამატებითი ტექნიკური დეტალებისთვის დაუკავშირდით ელექტროინჟინერს:
სოლომონ სიმონიშვილი
599288866
საკონტაქტო პირი:
ბექა მუმლაძე
551462003
b.mumladze@bog.ge
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
- 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
- 51900000 მართვისა და კონტროლის სისტემების მონტაჟი