
ჩაბარების ვადა:
24 თებერვალი 2025, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT25314 - ტენდერი ღია ტიპის ვერტიკალური ვიტრინა მაცივრების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ღია ტიპის ვერტიკალური ვიტრინა მაცივრის (რეგალი) შესყიდვაზე .
შესასყიდი საქონლის დეტალური ტექნიკური დოკუმეტაცია გთხოვთ, იხილოთ თანდართულ ფაილში დანართი N1
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- პრეტენდენტმა კომერციული წინადადება უნდა წარმოადგინოს ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, დანართი N1-ის შესაბამისად;
- პრეტენდენტმა შესასყიდი საქონლის დეტალური ტექნიკური მონაცემები, ინფორმაცია მწარმოებელი ქვეყანის, მწარმოებელი კომპანიის, მოდელის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ უნდა წარმოადგინოს დანართი N1-ის შესაბამისად;
- შემოთავაზებული ვერტიკალური ვიტრინა მაცივრის (რეგალი) სრული ნახაზი;
- ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ დანართი N1-ის შესაბამისად;
- გადახდის პირობა (უპირატესობა მიენიჭება იმ კომპანიის შემოთავაზებას, რომელის ანგარიშწორების პირობა იქნება 45 (ორმოცდახუთი) დღიანი კონსიგნაცია).
საგარანტიო ვადა და პირობები:
- შემოთავაზებულ საქონელზე უნდა ვრცელდებოდეს მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი საგარანტიო ვადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან (მომწოდებელი ვალდებულია დანართი N1-ში მიუთითოს ინფორმაცია საგარანტიო პერიოდის შესახებ;
- საგარანტიო ვადის პერიოდში გამოვლენილი წუნდებული საქონლის შეკეთება უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საქონლის შეცვლის საჭიროების შემთხვევაში, მისი შეცვლა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველთან შეთანხმებით, გონივრულ ვადაში.
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.)
ტენდერის ჩაბარების პირობები:
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 24 თებერვალი, 18:00 საათი.
დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ანი შენგელია
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 39700000 საოჯახო ტექნიკა