
7 მარტი 2025, 15:00
სტატუსი:
მიმდინარეT25324 - ტენდერი ზაფხულის სპეც. ტანსაცმლის და სპეც. ფეხსაცმლის მომწოდებელი კომპანიის შერჩევაზე
ტენდერის აღწერილობა:
„საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს # 10/02-GIEC-P/UNIFORM-25 ზაფხულის სპეც. ტანსაცმლის და სპეც. ფეხსაცმლის მომწოდებელი კომპანიის გამოსავლენად.
მოთხოვნილი რაოდენობა:
- სამუშაო ქურთუკი (ზაფხულის) - 599 ცალი;
- სამუშაო ქურთუკი Security-ის წარწერით - 4 ცალი;
- სამუშაო შარვალი (ზაფხულის) – 603 ცალი;
- მაისური - 622 ცალი;
- მაისური Security-ის წარწერით - 4 ცალი;
- წინსაფარი დასუფთავების სამსახურისთვის - 5 ცალი;
- ტექ.პერსონალის სამუშაო კომპლექტი (ქალბატონის: მოკლე ხალათი, შარვალი, მაისური) – 9 ცალი;
- ტექ.პერსონალის სამუშაო კომპლექტი (მამაკაცი: ჟილეტი და შარვალი ) - 2 ცალი;
- ქიმიური ლაბორატორიის ხალათი - 4 ცალი;
- სპეც. ფეხსაცმელი დაბალყელიანი (ზაფხულის) დამცავის გარეშე- 339 წყვილი;
- სპეც.ფეხსაცმელი დაბალყელიანი (ზაფხულის რკინის დამცავით - 4 წყვილი;
- სპეც. ფეხსაცმელი მაღალყელიანი (ზაფხულის) დამცავის გარეშე- 45 წყვილი.
- სპეც.ფეხსაცმელი მაღალყელიანი (ზაფხულის) რკინის დამცავით - 28 წყვილი.
- დამლაგებლის ფეხსაცმელი- 9 წყვილი
ტენდერი იყოფა ორ ლოტად:
- ლოტი N1 - სპეც. ტანსაცმლის შესყიდვა დანართი N1-ის შესაბამისად;
- ლოტი N2 - სპეც. ფეხსაცმლის შესყიდვა დანართი N2-ის შესაბამისად;
- შესასყიდი სპეც. ტანსაცმლის სპეციფიკაცია (მტკვარი) გთხოვთ იხილოთ ფაილში Specifications Mtkvary -1.pdf;
- შესასყიდი სპეც. ტანსაცმლის სპეციფიკაცია გთხოვთ იხილოთ ფაილში Specifications-3.pdf;
- შესასყიდი სპეც. ტანსაცმლის ვიზუალი და დიზაინი გთხოვთ იხილოთ ფაილში Design.pdf; Design.pdf-1 და Design.pdf-2;
- შესასყიდი სპეც. ფეხსაცმლის სპეციფიკაცია გთხოვთ იხილოთ ფაილში Specifications Mtkvary -2.pdf;
- შესასყიდი სპეც. ფეხსაცმლის ვიზუალი და დიზაინი გთხოვთ იხილოთ ფაილში Shoes Design-1.pdf, Shoes Design-2 და Shoed-Design-3;
- ბრენდირებისათვის საჭირო ლოგოტიპები გთხოვთ იხილოთ ფაილებში GIEC_logo.pdf და Mtkvary_logo.pdf
შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად (სპეც. ტანსაცმლის და სპეც. ფეხსაცმლის მოწოდების ბოლო ვადა არის არა უგვიანეს 2025 წლის 1 მაისისა.
შემსყიდველი ორგანიზაციების დასახელება და მიწოდების მისამართი:
- შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“
- მისამართი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშებლის ქ. 2; - შპს „მტკვარი ენერჯი“
- მისამართი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. 2ა
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ნიმუშები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში შევსებული დანართი N1 და N2 სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
- კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიების მისამართებზე;
- კომერციული წინადადება უნდა ითვალისწინებდეს მოცემული რაოდენობების ცვლილებას + / - 20%-ს ოდენობით;
- პროდუქციის ნიმუშების წარმოდგენა აუცილებელია !!!
- წინადადების წარმოდგენა მხოლოდ ერთ ლოტზეც შესაძლებელია;
შენიშვნა: ერთ პოზიციაზე რამდენიმე ალტერნატივის შემოთავაზების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ნიმუშების მარკირება ისეთი სახით რომ შესაძლებელი იყოს ნიმუშის დაკავშირება კომერციულ წინადადებაში არსებულ პოზიციასთან, ფასით მარკირება იკრძალება !!!
- აუცილებელია შესაბამისობის სერტიფიკატებისა ან/და სხვა ტიპის ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა რომელიც ადასტურებს გამოყენებული მასალების (ქსოვილის) ან/და ფეხსაცმლის სახეობის შესაბამისობას მოთხოვნილ ტექიკურ პარამეტრებთან;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტიამოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
- ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეორეესტრიდან) და საკონტაქტო პირი.
წინადადების წარდგენის წესი:
დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებულიუნდა იყოს დალუქულ კონვერტში. დოკუმენტაცია თითოეული ლოტისათვის წარმოდგენილი უნდა იყოს სხვადასხვა კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია, ტენდერის დასახელება და ნომერი - # 10/02-GIEC-P/UNIFORM-25 და ლოტის მითითებით: სპეც ტანსაცმელი ან სპეც. ფეხსაცმელი.
წინადადების ისევე როგორც ნიმუშების ჩაბარება ხდება მისამართზე: საქართველო, ქ.თბილისი, 0160, კ. გამსახურდიას გამზ. #34, / ალ. ყაზბეგის გამზ. #2.
წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 7 მარტი, 15:00 საათი
საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ინგა ლომია
საკონტაქტო ნომერი: 599 42 95 51
ელ. ფოსტა: inlomia@giec.ge
ტენდერის კატეგორია:
- 18800000 ფეხსაცმელი
- 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
- 18300000 ტანსაცმელი