
21 თებერვალი 2025, 16:00
სტატუსი:
მიმდინარეT25346 - ტენდერი მობილური აპლიკაციის შემუშავებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მობილური აპლიკაციის შემუშავებაზე #01-12/02/25-NG.
შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ პირებს მობილური აპლიკაციის შემუშავების ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
პროექტის მიზანია შექმნას უსაფრთხო, მომხმარებლისთვის მოსახერხებელი მობილური აპლიკაცია iOS და Android პლატფორმებისთვის, რომლის ფუნქციებიც მიზნად ისახავს მომხმარებელთან ურთიერთობის გაუმჯობესებას და ლოიალური ბარათებით დაგროვილი ქულების ეფექტურ მართვას.
აპლიკაცია იქნება ციფრული სივრცე, სადაც მომხმარებლები შეძლებენ ლოიალური ბარათის ფარგლებში დაგროვილი ქულების მართვას, დაგეგმილი აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის მიღებას. ის უნდა მოიცავდეს თანამედროვე ტექნოლოგიებს, მათ შორის AI-ზე დაფუძნებულ ონლაინ ვერიფიკაციასა და აუთენტიფიკაციას.
შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაცია: გთხოვთ, იხილეთ დანართი 1 - Neogas WebAPP Requirements 2025
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- მობილური აპლიკაციის პროექტი, რომელიც უნდა მოიცავდეს:
- წინადადებას ყველა დანახარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით ეროვნულ ვალუტაში;
- აპლიკაციის ფუნქციური შესაძლებლობების დეტალურ აღწერილობას;
- პროექტის ფაზებსა და პროექტის შესრულების ვადას;
- პროექტის შესრულებისა და აპლიკაციის ფუნქციონირებისათვის საჭირო ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფების ჩამონათვალს.
- საგარანტიო მომსახურების პირობებს;
- გარანტიის შემდგომი მომსახურების ღირებულებას;
- ანგარიშსწორების პირობებს;
- პროექტის სრულფასოვნების შესაფასებლად საჭირო ინფორმაციას; - ინფორმაცია კომპანიის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი პროექტების შესახებ.
- მინიმუმ 1 სარეკომენდაციო წერილი (სასურველია 2).
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, საკონტაქტო ინფორმაცია.
შენიშვნა:
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებას იტოვებს მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.
წინადადების წარდგენის წესები:
- შემოთავაზება უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე, დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - ქ. თბილისი, 0160, კ. გამსახურდიას გამზ. #34
- კონვერტზე აუცილებლად უნდა მიუთითოთ ტენდერის დასახელება და ნომერი - ტენდერი მობილური აპლიკაციის შექმნის თაობაზე #01-12/02/25-NG
- პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. კონვერტზე ასევე უნდა მიუთითოთ ადრესატი: თეო იოსელიანი 557 966 998
საკონტაქტო პირები:
- სატენდერო საბუთებთან დაკავშირებით - ნათია გელაშვილი, 577 75 60 06
- ტექნიკურ საკითხებზე კითხვების შემთხვევაში - თამარ ხუჭუა, 577 29 80 03
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 21 თებერვალი, 16:00 სთ
ტენდერის კატეგორია:
- 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
- 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები