
25 თებერვალი 2025, 17:00
სტატუსი:
მიმდინარეT25361 - ტენდერი ნედლეულის ტრანსპორტირებაზე კასპის რაიონიდან რუსთავის ქარხნის მიმართულებით
ტენდერის აღწერილობა:
შპს ქართული ცემენტი აცხადებს ტენდერს ნედლეულის ტრანსპორტირებაზე კასპის რაიონიდან რუსთავის ქარხნის მიმართულებით.
დაზუსტებულ მიმართულებებს, სავარაუდო მანძილებს და სავარაუდო რაოდენობებს გაეცნობით „ქართული ცემენტის“ ელექტრონულ პლატფორმაზე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
დაინტერესებული კომპანიები ტენდერში მონაწილეობის მისაღებად უნდა დარეგისტრირდნენ ქართული ცემენტის ელექტრონულ პლატფორმაზე როგორც მომწოდებლები და გაიარონ წინასწარ კვალიფიკაცია/შეფასება.
პირველ ეტაპზე, კომპანიებმა უნდა გამოაგზავნონ კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო ინფორმაცია, ქვემოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და მოთხოვნების შესაბამისობასთან მზადყოფნის დასტური შემდეგ ელექტრონულ მისამართზე George.lobjanidze@cement.ge
ტენდერი ჩატარდება ,,ქართული ცემენტის“ ელექტრონული ტენდერების პლატფორმის საშუალებით. ტენდერში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც გაივლიან შეფასებას და წინასწარი კვალიფიკაციის ეტაპს.
კომპანიის მინიმალური მოთხოვნები:
- კომპანია უნდა იყოს სატრანსპორტო სფეროში მოღვაწე;
- უნდა გააჩნდეს საკუთრებაში ნაყარი ტვირთის გადასაზიდი სატვირთო მანქანები;
- 1 მლნ ლარი ბრუნვის დამადასტურებელი საბუთი კალენდარული წლის განმავლობაში, გაცემული მომსახურე ბანკიდან.;
- კომერციულ წინადადებასთან ერთად კომპანიას შესაძლოა მოეთხოვოს წარმოადგინოს საქართველოშილიცენზირებული ბანკებიდან ერთ-ერთის მიერ დადასტურებული „performance guaranty“ (საბანკო გარანტია) 500 000 ლარის ოდენობით. გარანტია ძალაში უნდა იყოს გაცემიდან 1 წლის განმავლობაში;
- სარეკომენდაციო წერილები;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და საკონტაქტო ინფორმაცია;
- კომპანიას უნდა ჰყავდეს შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მენეჯერი.
სატვირთო მანქანებზე მინიმალური მოთხოვნები:
- სატვირთო მანქანები ადაპტირებული უნდა იყვნენ ნედლეულის გადაზიდვებზე;
- მოთხოვნისამებრ აღჭურვილი უნდა იყვნენ გადასაფარაბელი ტენტებით;
- დატვირთვა დასაშვებია კანონმდებლობით გათვალისწინებული დატვირთვით.
შერჩეულ კომაპნიებთან მოხდება ვიზიტები. საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება და გასაუბრება.
კომპანიებმა ტენდერში მონაწილეობის მიღებაზე მზაობა უნდა გამოთქვან (ელექტრონული ფოსტით გამოგზავნონ შეტყობინება და მოთხოვნილი ინფორმაცია) არა უგვიანეს 20 თებერვლისა.
კომერციული წინადადებების პორტალზე ატვირთვის საბოლოო ვადაა 25.02.2025 17:00 სთ.
ფასები უნდა იყოს მოწოდებული და ფიქსირებული ლარში, უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო ხარჯს და გადასახადს რაც დაკავშირებული იქნება 1 ტონა კლინკერისა და ნედლეულის ტრანსპორტირებასთან გარდა დღგ-ს გადასახადისა.
გამარჯვებულ კომპანიასთან/კომპანიებთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება.
ტენდერის კატეგორია:
- 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები